კარვახალი : "ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"

დანიელ კარვახალმა სამეფო კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს, საკმაოდ საინტერესო და ვრცელი ინტერვიუ მისცა...


როგორ აფასებთ მიმდინარე სეზონს?

ამბიცია არასდროს მაკლდა, სულ მსურდა, რომ საუკეთესო სიტუაციაში ვყოფილიყავი და მაქსიმალური გამოცდილება მიმეღო, წლეულს ეს ოცნება ავისრულე, აქ ყველაფერია იმისათვის, რომ გახდე წარმატებული ფეხბურთელი. მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი მენდობა და ეს ჩემთვის დამატებითი მოტივაციაა, ალვარო არბელოასთან მუდმივი კონკურენცია მქონდა, დამრიგებელი შანსებს თანაბრად გვაძლევდა, თუმცა ჩემი მეგობარი ტრავმირებულია და სეზონის დასკვნითი მატჩები მე უნდა ვითამაშო, რაც ჩემთვის დამატებითი პასუხისმგებლობაა, თუმცა თავდაჯერებული ვარ და ვთვლი, რომ ჩემზე გაცემულ ავანსებს გავამართლებ და გუნდს ხელს შევუწყობ წარმატების მიღწევაში.

გაიხსენეთ თქვენი დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე...

ამას ენით ვერ აღვწერ, გალათასარაისთან შეხვედრამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ძალიან სასიამოვნო იყო ჩემპიონთა ლიგის ჰიმნის მოსმენა და ამის შემდეგ მეტოქის კარში 6 გოლის გატანა, მაშინ ძალიან გაგვიმართლა და ულამაზესი შეხვედრა ვაჩვენეთ.

რომელი ფეხბურთელის გესმით ყველაზე მეტად?

თამამად შემიძლია ვთქვა ალვარო მორატასა და ხესე როდრიგესს, მათთან ერთად უამრავი წელი გავატარე სამეფო კლუბის ახალგაზრდულ კოლექტივში. ამ ეტაპზე ალვარო არბელოასთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ.

რომელ ფეხბურთელთან ერთად ითამაშებდით ახლა სამეფო კლუბში?

მიჩელ სალგადოსთან, მას ძალიან დიდ პატივს ვცემ, მიჩელი მეტისმეტად ბრძოლისუნარიანი ფეხბურთელი იყო, მას ძალიან უყვარდა და უყვარს "ბლანკოსი". ბავშვობაში მისი თამაშის ყურება ჩემთვის დიდი სიამოვნება გახლდათ.

რას ნიშნავს იყო მადრიდის რეალის აკადემიის აღზრდილი?

ეს დიდი პატივი გახლავთ, კასტილიაში თამაში დიდი გამოცდილებაა, ამასთანავე ოცნებობ მთავარ გუნდში მოხვედრაზე და ოდესღაც ეს ოცნებაც აგიხდება, რაც სრულ აგონიას იწვევს. ესპანეთის დედაქალაქში ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელს სურს "ბლანკოსის" ფორმის მორგება, ჩემთვის სანტიაგო ბერნაბეუზე თეთრი მაისურით გასვლა უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობა გახლავთ.

გმატებთ თუ არა მოტივაციას ის, რომ კანტერანოები სამეფო კლუბის ლეგენდები ხდებიან, მაგალითად რაულ გონსალეს ბლანკო და იკერ კასილასი ავიღოთ...

რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არსებობს, ეს დიდი მოტივაციაა, დღეისათვის კასილასი კაპიტანია, გონსალესი კი ყოფილი კაპიტანი და უდავო ლეგენდა, რაულის სახელი მთელმა ესპანეთმა და მსოფლიომ სწორედ "მერენგებიდან" გაიგო. ასევე უნდა აღვნიშნოთ არბელოა, რომელმაც ჩემნაირი გზა გაიარა, მან ადაპტაცია ვერ მოახერხა მთავარ გუნდთან და სხვა ჩემპიონატს მიაშურა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა, ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდი მეც. ხესე და მორატა საბედნიეროდ ადგილობრივ კლუბშივე აღწევენ წარმატებას.

ფიქრობთ, რომ გერმანიაში განვითარდით?

რა თქმა უნდა. ბუნდესლიგაში რთული მატჩების ჩატარება გვიწევდა, ამიტომ დაცვაში ყურადღებით თამაში იყო საჭირო, ხშირად ფლანგურ კონტრ შეტევებშიც ვერთვებოდი, იქ ჩამოვყალიბდი ნამდვილ მცველად, ბუნდესლიგაში მიღებულ გამოცდილებას ახლა სამეფო კლუბს ვახმარ.

ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე "ბლანკოსი" შესანიშნავი ასპარეზობს...

ეს ძალიან კარგია, ახალგაზრდებს თავის გამოჩენის ბრწყინვალე საშუალება ეძლევათ, ისინი დიდ გამოცდილებას იღებენ. ჩემპიონთა ლიგა დიდი გამოცდილებაა, ისინი სხვადასხვა ქვეყნის ძლიერ გუნდებს ეთამაშებიან, საიდანაც დიდ პრაქტიკას იღებენ. მახსოვს ჩემი სიჭაბუკე, მხოლოდ ვარჯიშით ვიყავი დაკავებული, ძალიან ბევრი უნდა მოინდომო და დაკავდე იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიო და პროფესიონალური ფეხბურთი ითამაშო, თუმცა ამისთვის ნიჭი და იღბალიც არის საჭირო. dle 10.1

  • Hala
  • 1 აპრილი 2014
  • 1293
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)