მარსელო: „გამადრიდელება დაუვიწყარი მომენტია ჩემს ცხოვრებში“

„რეალის“ განაპირა მცველმა მარსელომ, Mahou-ს (ესპანური ლუდის კომპანია) წარმომადგენელთამ ინტერვიუ ჩაწერა, სადაც თავის კარიერაზე ისაუბრა.


„სამეფო კლუბში გადასვლა ყველაზე დაუვიწყარი მომენტია ჩემს ცხოვრებაში.სანამ ოფიციალურად არ მოვაწერე ხელი კონტრაქტს, ვერ ვიჯერებდი.“

ბრაზილიელი ფეხბურთელი უკვე 7 წელია „თეთრების“ ღირსებას იცავს და ამავდროულად გუნდის მესამე კაპიტანია: „ეს დიდი პატივია ჩემთვის და რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობაც.როდესაც მილიონობით ბავშვი გიყურებს, ყოველთვის სამაგალითოდ უნდა წარმოაჩინო თავი.“

„მადრიდში საკმაოდ თბილი ხალხი ცხოვრობს.ქუჩაში თუ რესტორანში, ყველა პატივისცემით მეპყრობა.ჩემი ოჯახიც კომფორტულად გრძნობს თავს და შეიძლება ითქვას, ესპანეთი ჩვენი მეორე სახლია.“

„ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში, ლომის წვლილი მიუძღვის ბაბუას, რომელიც ადრეული ასაკიდან ფუტზალზე მატარებდა.14 წლამდელ ინტერნიურად ვაგორებდი ბურთს ქუჩასა და დარბაზში.“

„ფინანსური მდგომარეობის გამო, ვარჯიშებზე წასვლას ვერ ვახერხებდი.ერთ მშვენიერ დღესაც, ბაბუას 1 რეალი (60 ცენტი) ვთხოვე, რათა სათამაშო აპარატზე ჩამერიცხა.საბედნიეროდ, გამიმართლა და ხორვატიის ნაკრებით 25 რეალი მოვიგე.ამის შემდეგ თანაგუნდელებს შევუერთდი.“

„ძალიან მიყვარს მაგიდის ჩოგბურთი.ჩემს სისუსტეს წარმოადგენს ძაღლებიც.როდესაც სახლში ვბრუნდები, ისინი ჭკუიდან გადადიან და ყველაფერს აკეთებენ, რომ გამახიარულონ.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)