ხაბი და იკერი: "მეტს ვიმსახურებდით"

მადრიდელი მოთამაშენი თვლიან, რომ "ნოუ კამპზე" დაფიქსირებული შედეგი სამართლის ჩარჩოებში არ ჯდება.მათი აზრით, გუნდის გაცილებით მეტს იმსახურებდა.


ხაბი ალონსო: "სამწუხაროა, როდესაც ამდენი შანსიდან ერთს მაინც ვერ გამოიყენებ.ჩემი აზრით, სამეფო გუნდი მეტს იმსახურებდა."

"აღსანიშნავია, რომ საგოლე ეპიზოდების სიმცირეს ნამდვილად არ განვიცდიდით.ამ მხრივ შესაძლებელია პირველი ნახევრის გამოყოფა.ვგონებ, დასაწყისში ერთი მომენტი რომ გამოგვეყენებინა, შემდეგ სხვაგვარად წარიმართებოდა შეხვედრის სურათი.კატალონიელებმა მხოლოდ ბურთის ფლობის კომპონენტში შეძლეს ჩვენი დაჯაბვნა."

"ვფიქრობ, დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადადიოდა ბურთი.ჩვენი პრობლემა არა იერიშების წამოწყება, არამედ მისი დაგვირგვინება იყო.მიუხედავად ყველაფრისა, ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ.ეს მნიშვნელოვანი დაპირისპირება გახლდათ, თუმცა არა გადამწყვეტი.მომავალი მეტოქე "ალმერიაა" და ახლა მათთან შესახვედრად უნდა დავიწყოთ მზადება."

იკერ კასილასი:
"ჩემი აზრით, ტაბლოზე არასამართლიანი შედეგი დაფიქსირდა.ახლაც არ მავიწყდება რონალდუს საგოლე ეპიზოდი.ვგონებ, დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლებდით."

"თამაშიდან გამომდინარე ჩვენ უკეთ ვითამაშეთ."ბარსამ" თავისი პირველი შანსის გამოყენება არ დააყოვნა."


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)