რეკობა : "ბეილი შესაძლებლობების მხოლოდ 30%-ს ავლენს"

ალვარო რეკობა, რომელიც წლების მანძილზე იცავდა იტალიური ინტერის ღირსებას, ჟურნალისტებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა. ურუგვაელი ფორვარდი გარეთ ბეილსაც შეეხო და განაცხადა, რომ უელსელში ძალიან დიდი ტალანტი დევს, რომელიც ჯერ-ჯერობით გამომჟღავნებული არ არის...


"მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი აღმოჩენა გარეთ ბეილი გახლავთ, ჩემი აზრით მან ძალიან ცუდი ნაბიჯი გადადგა მადრიდის რეალში გადასვლით, რადგან ტოტენჰემში თუნდაც ერთი წლით დარჩენის შემთხვევაში იგი ოქროს ბურთის მთავარი კანდიდატი იქნებოდა."

"სამეფო კლუბში რთულია შენი მაქსიმუმი აჩვენო, რადგან იქ უკვე შემდგარი ფეხბურთელები თამაშობენ, მე კი ვთვლი, რომ გარეთმა საკუთარი შესაძლებლობების მხოლოდ 30% დაგვანახა და მას გაცილებით მეტი შეუძლია."

"შესანიშნავად ვიცნობ კრის კოულმენს, რომელიც გარეთის მწვრთნელი და ახლო მეგობარი გახლავთ, მასთან ხშირად მქონია საუბარი შემტევზე და საკუთარი პოზიცია დამიფიქსირებია."

"უელსელ მოთამაშეს "ბლანკოსში" ტიტულების მოგების შანსი აქვს, თანაც კარლო ანჩელოტისთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა, მე ეს არაერთხელ მსმენია."

"იმედი მაქვს მოვა დრო, როდესაც ბეილი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს მიიღებს, რადგან მსგავსი ტიპის ფეხბურთელები იშვიათად იბადებიან, მე მასში უდიდეს პოტენციალს ვხედავ, რომელიც აუცილებლად უნდა გამოამჟღავნოს, მსგავსი სახის ფეხბურთელი მიღწეულით არ უნდა დაკმაყოფილდეს, მან გაცილებით მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს." dle 10.1

  • Hala
  • 31 მარტი 2014
  • 2732
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)