მოდრიჩი : "მთელი გუნდი სევილიაზე ფიქრობს"

ლუკა მოდრიჩის განცხადებით, ელ კლასიკოს წაგებამ მთელ კოლექტივს დიდი დარტყმა მიაყენა, თუმცა მთავარი ახლა სევილიას დამარცხება გახლავთ და ყველა ანდალუსიაში გასამართ შეხვედრაზეა კონცენტრირებული...


"ბარსელონელებთან წაგება რა თქმა უნდა ძალიან ცუდი იყო, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ სატურნირო ცხრილში ატლეტიკოსთან ერთად პირველ ადგილზე ვიმყოფებით და თასის მოგების შანსი გვაქვს."

"კატალონიელებზე შურს აუცილებლად ვიძიებთ, ეს კი ცოტა მოგვიანებით , 16 აპრილს მოხდება, როდესაც კოპა დელ რეის ფინალი გაიმართება, იქ გამარჯვება ჩვენი უმთავრესი მიზანი გახლავთ."

"სევილიას მატჩს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუკი ჩვენ მათთან ქულები დავკარგეთ, ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რადგან უშუალო მეტოქეთა გამარჯვების შემთხვევაში სატურნირო ცხრილის სათავეზე დამშვიდობება მოგვიწევს, რაც თავისთავად არ გვსურს."

"ანდალუსიაში რამოსის და დი მარიას არყოფნა დიდი დანაკლისი იქნება, ორივე ფეხბურთელი კარლო ანჩელოტის ფორმაციის რეალს ძალიან სჭირდება, თუმცა ჩვენ გვყავს სათანადო რეზერვი, დარწმუნებული ვარ ისინი ყველაფერს გააკეთებენ ესპანელისა და არგენტინელის სრულფასოვნად შესაცვლელად." dle 10.1

  • Hala
  • 25 მარტი 2014
  • 1781
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)