პარდესა : "გუნდმა სევილიაზე უნდა იფიქროს"

მიგელ პარდესას განცხადებით სამეფო კლუბმა რაც შეიძლება დროულად უნდა დაივიწყოს ელ კლასიკოში განცდილი მარცხი, რადგან სევილიასთან დაპირისპირება კარსაა მომდგარი...


"ყველამ ძალიან განვიცადეთ დაუძინებელ მტერთან მარცხი, ამ შეხვედრაში ჩვენს კოლექტივს თავისუფლად შეეძლო მოგება, მაგრამ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა."

"პირველმა გაშვებულმა გოლმა ყველაფერი აურია, დაცვას აშკარად ეტყობოდა, რომ მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა, სწორედ აქედან გამომდინარე დაილაშქრა მატჩის პირველივე წუთებზე დიეგო ლოპესის კარი."

"სერხიო რამოსი დიდებული ფეხბურთელია, მისთვის წითელი ბარათის ჩვენება სამეფო კლუბის გაწირვას ნიშნავდა."

"კარლო ანჩელოტი ჭკვიანი მწვრთნელია, დარწმუნებული ვარ იტალიელი ფეხბურთელებს მალე დაავიწყებს განცდილ მარცხს და სევილიასთან ორთაბრძოლაზე გააკეთებს აქცენტს, ანდალუსიაში ურთულესი მატჩი გველის, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ იმისათვის, რომ პირველი ადგილი შევინარჩუნოთ და ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოს ვიყოთ."

"ანხელი და სერხიო გუნდისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენენ, ისინი სევილიასთან არ იქნებიან, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ჩვენ საკმაოდ სოლიდური სათადარიგოთა სკამი გვიმაგრებს ზურგს და არაფრის გვეშინია." dle 10.1

  • Hala
  • 24 მარტი 2014
  • 2223
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)