ჩაბი ბუსკეტსის წინააღმდეგ, ტაქტიკური ბრძოლა

შეიძლება ითქვას, რომ მადრიდელთა და კატალონიელთა საყრდენ ღერძს დღეისათვის ბუსკეტსი და ალონსო წარმოადგენენ. ამიტომაც, მათი დაპირისპირება ცალკე განხილვის თემაა.


მოგეხსენებათ ორივე გუნდი 4-3-3 ტაქტიკით თამაშობს, ამიტომაც ამ ტაქტიკაში ძალიან დიდ როლს თამაშობენ საყრდენი ნახევარმცველები, რომლებიც ერთგვარ უხილავ ხიდს ქმნიან დაცვასა და შეტევას შორის.

ჩაბი ალონსო მოთამაშე მწვრთნელია. იგი დირიჟორობს ფეხბურთელთა გადაადგილებას, ამიტომაც მისი მოედანზე ყოფნა ტაქტიკურად დიდ დატვირთვას ატარებს. დიაგონალური უზუსტესი პასით მას შეუძლია მეკარესთან პირისპირ დატოვოს ''რეალის'' უსწრაფესი შემტევები.

ბუსკეტს ჩაბის მსგავსი ზუსტი პასი არ აქვს არსენალში, თუმცა მის გარეშე დღევანდელი ფორმაციის ''ბარსა'' წარმოუდგენელია. იგი ფაქტიურად არ აგებს ორთაბრძოლას და ერთ-ერთი საუკეთესოა ართმევაზე. შავი სამუშაოს შესრულებაში მას ბადალი არ ჰყავს.

დღევანდელ დაპირისპირებაში ბასკს და კატალონიელს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ვინც უკეთ გაართმევს დაკისრებულ მოვალეობას თავს, ფაქტიურად ის გაუადვილებს თანაგუნდელებს მოედნის ცენტრის დაუფლებას.



Info: Marca.Com dle 10.1

  • Stifler
  • 23 მარტი 2014
  • 1841
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)