რამოსი: ”ამ დროისთვის, ”ბარსას” კრიზისი არ აქვს”

მადრიდის ”რეალის” ცენტრალურმა მცველმა და ვიცე-კაპიტანმა, სერხიო რამოსმა მისა და გუნდის ფორმაზე, კარლო ანჩელოტიზე, ”ბარსაზე”, ”ელ კლასიკოზე”, გარეთ ბეილზე და ხესე როდრიგესზე ისაუბრა..


მისა და გუნდის ფორმაზე: ”ამ დროისათვის, მეც და გუნდიც შესანიშნავ ფორმაში ვართ და იმედი მაქვს, რომ ამ ტემპს სეზონის ბოლომდე შევინარჩუნებთ. სეზონის დასაწყისი ჩვენთვის არც ისე კარგი იყო, თუმცა ახლა გუნდი დასტაბილურდა, ჩვენ ჩვენი თამაში ვიპოვეთ.”

ანჩელოტი: ”ძალიან დიდი პატივია, როდესაც ასეთი მაღალი დონის მწვრთნელთან ერთად გიწეს მუშაობა. ძალიან ბევრმა მწვრთნელმა ჩვენ ვერ გაგვიგო, ფეხი ვერ აგვიწყო, კარლომ კი თავიდანვე გამოავლინა თავისი პროფესიონალიზმი. მას ძალიან დიდ პატის ვცემთ."

ბარსა და კლასიკო: "არ შეიძლება ვთქვათ, რომ "ბარსა" კრიზისშია. ისინი თასის ფინალში და "ლიგის" მეოთხედ ფინალში არიან. ასევე ოთხი ქულით ჩამორჩებიან "ლა ლიგაში" პირელ ადგილოსანს, ანუ ჩვენ. კლასიკო უფრო სხვა განზომილებაა. ეს არის ისტორიული, გლობალური პაექრობა."

გარეთ ბეილი: აშკარაა, რომ უელსელი გუნდს კარგად მოერგო და პროგრესირებას ისევ განაგრძობს.

ხესე: "როდესაც მე ამ კლუბში გადმოვედი, ვიყაი ახალგაზრდა და ისეთი ამბიციური, როგორიც ხესე როდრიგესია. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთ ასაკში მძიმე ტრავმას მიიღებ."

რონალდუ: "იგი ფეხბურთითაა დაავადებული. კრიშტიანუს აქვს ამბიცია, რომ მსოფლიოში საუკეთესო გახდეს."

წყარო: As dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)