"რეალი"-"ბარსელონა" [პრევიუ]

კვირას მსოფლიო რამდენიმე საათით კვლავ გაჩერდება. გთავაზობთ "კლასიკოს" პრევიუს.


ლა ლიგის პირველ წრეში, "ბარსამ" "რეალი" "კამპ ნოუზე" დაამარცხა, მაგრამ ახლა, როდესაც ლა ლიგის დასრულებამდე 10 ტური დარჩა, "ბლანკოსი" კატალონიურ კლუბს, რომელიც მე-3 ადგილზეა, 4 ქულით უსწრებს.

"სოსიედადთან" და "ვალიადოლიდთან" დამარცხებების შემდეგ, "ბლაუგრანამ" მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. მაშინ, როდესაც მადრიდის "რეალი" "კამპ ნოუზე" წაგების შემდეგ, 31 მატჩის მანძილზეა დაუმარცხებელი.

ანდრეს ინიესტას სჯერა, რომ მის კლუბს მოგება შეუძლია: "ახლა, ისე როგორც არასდროს, საჭიროა, რომ ვიყოთ გაბედულები. უნდა წავიდეთ "ბერნაბეუზე" და მოვიგოთ, რათა ტიტულის შენარჩუნება შევძლოთ. თუ გვსურს, რომ კვლავ ჩვენ ვიყოთ წარმატებულები, ძალიან კარგი მატჩი უნდა ჩავატაროთ. მადრიდში წასვლისას არავის არ აქვს განსხვავებული მიზანი. მოგება და კვლავ ტიტულისთვის ბრძოლა - ეს არის ის, რაც "ბარსას" თითოეულ ფეხბურთელს სურს."

მადრიდის "რეალის" შემტევი ტრიო BBC, ბეილი, ბენზემა და რონალდუ ფანტასტიკურ ფორმაში არიან. ისინი განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში მოექცნენ მას შემდეგ, რაც 50-ზე მეტი გოლი გაიტანეს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კატალონიელების შემტევი ტრიოც, მესი, სანჩესი და პედრო კარგ ფორმაში არიან, რასაც მათ მიერ გატანილი 49 ბურთი მოწმობს.

პედრო ბოლო თვეებში ძალიან კარგ ფეხურთს თამაშობს, სანჩესი კი ტატა მარტინოს მწვრთნელობის დროს, სრულიად შეიცვალა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ "რეალთან" მატჩში ორივე ფეხბურთელი ძირითადში იყოს, ნეიმარის დაბრუნების გამო.

"ცუდია, როდესაც ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთს ხშირად სათადარიგოთა სკამზე ჯდომა უწევს. პედროსა და სანჩესს საოცარი სეზონი აქვთ, ამიტომ სასტარტოში იქნებიან თუ არა, მაინც დიდ სამუშაოს გაუწევენ კლუბს,"-დაამატა ინიესტამ.

კარლო ანჩელოტის "კლასიკოში" დააკლდება ხესე როდრიგესი, რომელმაც "შალკეს" წინააღმდეგ უმძიმესი ტრავმა მიიღო. სამი ხედირა, რომელიც უკვე დიდი ხანია ტრავმირებულია, რა თქმა უნდა, თამაშს ვერ შეძლებს. დაზიანების გამო თამაშს გამოტოვებს არბელოაც. კარიმ ბენზემა, რომელმაც "მალაგასთან" მცირე დაზიანება მიიღო, ხვალ ითამაშებს.

მიუხედავად იმისა, რომ მადრიდული კლუბი ფავორიტია, ჩაბი ალონსოს მაინც ეშინია მეტოქის: "ბარსელონას" ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც ძალიან კარგად უგებენ ერთმანეთს და უკვე წლებია, ერთად თამაშობენ. ისტორია მოწმობს, რომ "ბარსა" და "რეალი" ყოველთვის ებრძოდნენ ერთმანეთს ტიტულებისთვის. მოგება ძალიან კარგი იქნება ჩვენთვის. ვიმედოვნებ, კარგ მატჩს ჩავატარებთ."

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ლა ლიგის გამარჯვებული "ბარსელონა", ხოლო 2011-12 წლებში "რეალი" გახდა. ბოლოს, როდესაც "რეალმა" ლა ლიგა მოიგო, მოურინიოს კლუბმა ისტორიული 100-ქულიანი რეკორდი დაამყარა, რომელიც შემდგომ ვილანოვამ გაიმეორა. "რეალს" კვლავ შეუძლია ამ რეკორდის გამეორება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარჩენილი 10 მატჩიდან ყველას მოიგებენ.

აქვე გთავაზობთ ხვალინდელი მატჩის პრომოს.

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)