რომელია საუკეთესო შენაძენი: ბეილი თუ ნეიმარი?

უკვე ნახევარი სეზონი გავიდა, მადრიდის რეალისა და ბარსელონას ყველაზე ხმაურიანმა ტრანსფერებმა კი თავიანთი თავი მეტ-ნაკლებად უკვე წარმოაჩინეს. საინტერესოა რომელმა მათგანმა უფრო მეტად გაამართლა ჩადებული ინვესტიცია?


ბეილის ტრანსფერი ძალიან რთულ ვითარებაში მოგვარდა და ფეხბურთელი ფაქტიურად გამოიქცა ტოტენჰემიდან, საწყის ეტაპზე მას ტრავმები აწუხებდა, ახლა კი გუნდს შესანიშნავად მოერგო და ლა ლიგას ლიდერიც გახლავთ.

ნეიმარის ტრანსფერის შესახებ მალევე გახდა ცნობილი და მან ბარსას 11 ნომრიანი მაისური მოირგო. მასაც გარეთის მსგავსად ტრავმები აწუხებდა სეზონის განმავლობაში, თუმცა თავისი ნიჭის დემონსტრირება მაინც მოახერხა. ბოლო პერიოდში მას უწევს ჟურნალისტებთან გამკლავება, რომლებიც მუდმივად ახსენებენ, რომ მისი ტრანსფერი სამართლიანად არ განხორციელებულა. ნეიმარ და სილვა ახლა თავის გუნდთან ერთად მესამე ადგილზეა.

ჩვენი (Goal.Com) მიზანია გამოვარკვიოთ, რომელი ტრანსფერი უფრო მეტად ამართლებს გაცემულ ავანსებს.

გარეთ ბეილი


პირველ რიგში ბეილთან ის კითხვა ისმის, ამართებს თუ არა 100 მილიონს, რომელიც მასში სამეფო კლუბმა გადაიხადა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ყველას უჭირს, რადგან უელსელმა სეზონის პირველი ნახევარი ფაქტიურად ჩააგდო, რაც შეეხება მეორე ნახევარს აქ უკვე სხვა ფეხბურთელად წარმოისახა. თუ გავიხსენებთ შალკესთან მატჩს, შევამჩნევთ, რომ გუნდის ლიდერის როლს სწორედ ის ასრულებდა და საბოლოო შედეგში ლომის წვლილი სწორედ გარეთს მიუძღვის.

მიუხედავად ამისა, მას მაინც დიდი ტვირთი აწევს კისერზე. როგორმე უნდა გაამართლოს მასში დახარჯული თანხა, რაც დამეთანხმებით და ჯერ-ჯერობით ბოლომდე ვერ მოახერხა. ამ ყველაფერში წვლილი ტრავმებსაც მიუძღვით, თუმცა უკანასკნელ პერიოდში განცდილი პროგრესი და მისი თამაშის ხარისხი ტოტენჰემში მადრიდულ ინჩადას იმედს უტოვებს, რომ ბეილი ამ თანხას მთლიანად ამოიღებს.

ბარსელონას გულშემატკივრებს უყვართ სტატისტიკის მოყვანა და ფეხბურთელების ამ გზით შედარება, რაშიც ვერავინ შეეწინააღმვდეგება მათ, მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი წამგებიან პოზიციაში არიან, რადგან გარეთი ნეიმარს ფაქტიურად ყველა კომპონენტში ჯობნის. 27 შეხვედრაში ბეილმა 14 გოლს მოუყარა თავი, როდესაც ბრაზილიელი შემტევი 28 შეხვედრაში 10 ბურთით შემოიფარგლა. რაც შეეხება საგოლე გადაცემებს, უელსელმა ყველა ტურნირზე თანაგუნდელები 14 საგოლე გადაცემით მოამარაგა, ნეიმარმა კი - 11-ით.

ბეილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ის მალევე მოერგო სამეფო კლუბის სათამაშო სისტემას, იგი მალევე გახდა ბლანკოსის მომაკვდინებელი ტრიოს BBC-ის თანადამფუძნებელი, მისი გადმოსვლით ყველაზე მეტად კარიმ ბენზემამ იხეირა, რომელიც სამეფო კლუბში საუკეთესო სეზონს ატარებს.

ნეიმარის ტრანსფერს მთლად ასეთი ეფექტი არ ჰქონია, პირიქით მისი გადმობარგების ბრალია კლუბიდან სანდრო როსელის წასვლა, რომელიც ბრაზილიელის შეძენასთან დაკავშირებულ "ჭორებს" გადაყვა.

მაგრამ მაინც, ღირდა კი ბეილი 100 მილიონი? თუ შევადარებთ შარშანდელ და წლევანდელ რეალს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარეთმა მასში ჩადებული თითოეული ცენტი გაამართლა, რადგან თეთრები ერთი-ორად გაძლიერდნენ მისი გამადრიდელების შემდეგ.

ნეიმარი


ნეიმარის კრიტიკა როგორც ზემოთ აღვნიშნე, მისი სატრანსფერო ფასიდან იწყება. მიუხედავად ამისა, მის სასახელოდ უნდა ითქვას, ზეწოლას მშვენივრად გაუძლო და პირიქით, ძალიან შრომატევადი სამუშაო ჩაატარა იმისათვის, რომ სრულიად ახალ საწვრთნელ სისტემასთან ინტეგრირება მალე მომხდარიყო (მოგეხსენებათ ბრაზილიური კლუბები ნაკლებად ტვირთავენ ფიზიკური ვარჯიშებით ფეხბურთელებს, ვიდრე ევროპული). სამხრეთ ამერიკიდან ევროპაში გადასული ფეხბურთელების უმრავლესობა სწორედ ამას განიცდიან ყველაზე მეტად და წლები სჭირდებათ, რომ სრულად გაითავისონ ყველაფერი.

ყველაზე მეტად მის პროგრესს ტრავმამ შეუშალა, თუმცა დაბრუნება მალევე მოასწრო. ნეიმარი ბრაზილიიდან გადავიდა კლუბში, რომელიც უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს ევროპაში და ჰყავს ქარიზმატული ლიდერი მესის სახით. მიუხედავად ამ ყველაფრისა სწორედ ნეიმარმა მოახერხა მადრიდის რეალთან გაბრწყინება, საუკეთესო მოთამაშე იმ დღეს ბრაზილიელი იყო და არა მესი, რონალდო ან ბეილი.

მიუხედავად ყველაფრისა, ნეიმარისგან უფრო მეტს ითხოვენ და სავსებით ლოგიკურიც არის, რადგან ის უკანასკნელ პერიოდში ბარსელონას ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერია. შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელი მეტ-ნაკლებად ამართლებს იმ თანხას, რომელიც მასში ჩიდო, თუმცა გაცილებით მეტის გაკეთება შეუძლია. ის მხოლოდ 22 წლის არის, საუკეთესო წლები კი წინ აქვს.

ინფორმაციის წყარო: Goal.Com
dle 10.1

  • SunSay
  • 23 მარტი 2014
  • 6029
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)