ზიზუ : "ბერნაბეუზე ბევრი რამ უნდა გადაწყდეს"

ზინედინ ზიდანის განცხადებით, სამეფო კლუბს ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში რთული მეტოქე შეხვდა აქედან გამომდინარე მაქსიმალური მობილიზირება გახლავთ საჭირო...


"გუნდს ბევრი მუშაობა მოუწევს იმისათვის, რომ ბორუსიას ბარიერი მარტივად გადალახოს, ურთულესი მატჩები იქნება, სადაც მაქსიმალური ყურადღება გვმართებს, თუმცა დარწმუნებული ვარ ჩვენი შეგირდები მაქსიმუმს გააკეთებენ და წარმატება გარდაუვალი იქნება."

"რევანში აუცილებელია, მადრიდელმა გულშემატკივარმა შარშანდელ სეზონში დიდი დარტყმა მიიღო, ახლა კი ნამდვილად დადგა იმის დრო, რომ შარშანდელი ფინალისტის დამარცხება შევძლოთ და საუკეთესო 4 გუნდს შორის მოვხვდეთ."

"ანჩელოტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მადრიდის რეალი მსოფლიოს საუკეთესო კლუბი იყოს, იტალიელ სპეციალისტს არასდროს დაუკლია ძალისხმევა, იგი ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს ფეხბურთელთაგან, რადგან თვლის, რომ მუხლჩაუხრელი შრომის გარეშე წარმატება წარმოუდგენელია."

"ჩემი აზრით სანტიაგო ბერნაბეუზე დაფიქსირებულ შედეგს დიდი მნიშვნელობა ექნება, აქედან გამომდინარე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გოლების გატანა მოვახერხოთ და სოლიდური ანგარიში დავაფიქსიროთ. ამასთანავე ჩვენი მიზანი საკუთარი კარის მშრალად შენახვა უნდა იყოს, რადგან საკუთარ სტადიონზე გაშვებული ბურთი შესაძლოა ძვირად დაგვიჯდეს და გერმანელებს დიდი დახმარება გაუწიოს."

"დორტმუნდი კონტრშეტევაში ძალიან კარგად თამაშობს, კლოპი ამ სტილის ოსტატი გახლავთ, ამიტომ დაცვას დიდი ყურადღება მართებს, ორივე შეხვედრაში უკანა რგოლს დიდი მნიშვნელობა მიენიჭება." dle 10.1

  • Hala
  • 21 მარტი 2014
  • 2281
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)