ჩაბი: „ქომაგებს სიამოვნება უნდა მივანიჭოთ“

სამეფო კლუბის ბასკმა ნახევარცმევლმა Bwin-ის ოფიციალური ვებგვერდის კითხვებს უპასუხა.


„რა თქმა უნდა, „კლასიკოს“ შემდეგ, ყველაზე კარგი სიახლე გამარჯვება იქნება.იმედია, მოწოდების სიმაღლეზე გავაგორებთ ბურთს, სიამოვნებას მივანიჭებთ ქომაგებს და მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ ერთად ვიზეიმებთ მოგებას.“

„მადრიდულ-კატალონიური შერკინებები ყოველთვსის ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარებს.აღნიშნული ისტორიისა და ტრადიციების დამსახურებაა.ორივე გუნდი ტიტულისთვის იბრძვის და შესაბამისად, ზეწოლაც ძალიან დიდია.არ უნდა გამოგვრჩეს გულშემატკივრების ფაქტორიც, რომლებიც მთლიანად არიან ჩართულნი თამაშის პერიპეტიებში.“

„რეალი“ შემტევი კლუბია.დიდი პოტენციალის მატარებელი ფეხბურთელების წყალობით, მომენტების შექნა და გოლების გადატანა გვიადვილდება.გუნდი გამოირჩევა კარგი ბალანსით, სოლიდური დაცვითა და მეკარეების დიდებული ასპარეზობით.ერთი სიტყვით, ვცდილობთ საუკეთესოობას.“

„არ ვფიქრობ, რომ საიდუმლოსთან გვაქვს საქმე.ბეილი, ბენზემა და რონალდუ უსიტყვოდ უგებენ ერთმანეთს.მათ ნებისმიერ შემთხვევაში ძალუძთ შეხვედრის სურათის შეცვლა.ცხადია, ასეთი მოთამაშეების უკან თამაში სირთულეს არ წარმოადგენს.“

ყველაზე რთული ოპონენტი
„მახსოვს, როდესაც პრემიერ ლიგაში გადავედი, „მიდლსბროში“ თამაშობდა ჰოლანდიელი ნახევარცმველი ბოატენგი, რომელმაც თავისი აგრესიულობით ჩემი გაოცება გამოიწვია.“

„ჩემს კარიერაზე ბევრმა მწვრთნელმა და ფეხბურთელმა მაოხდინა გავლენა, თუმცა კონკრეტულად რომელიმეს გამოყოფა, არ შემიძლია.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)