2004 წლის 11 ივლისი - პერესის მეორედ არჩევა

2004 წლის 11 ივლისს, ფლორენტინო პერესი მეორე ვადით აირჩიეს, ”რეალის” პრეზიდენტად.მაშინდელი შედეგით, პერესმა კლუბის წევრების 94 პროცენტიანი მხარდაჭერა მოიპოვა და საარჩევნო მარათონში პირველი ადგილიც დაიკავა.დონ ფლორენტინოს უკან ლორენცო სანსი მოსდევდა, თუმცა უშედეგოდ.


ფლორენტინო პერესის მთავარი პრიორიტეტი სამეფო გუნდის აღორძინება იყო.თავის ორ საპრეზიდენტო ვადაში მან ეს დაპირება პირნათლად შეასრულა.რა თქმა უნდა, ბევრი კრიტიკას გაისმოდა მის მიმართ, თუმცა პერესის ტიტულების კალათაში თუ ჩავიხედავთ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.სწორედ ფლორენტინოს სახელს უკავშირდება ისეთი ფეხბურთელების მოსვლა ”რეალში,” როგორებიც იყვნენ ზინედინ ზიდანი, ლუიშ ფიგუ, დევიდ ბექჰემი და რონალდო.

არარის გასაკვირი, რომ 2009 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამ ადამიანის დაპირება გახლდათ, ისევდაისევ მეგა-ვარსკვლავების მოყვანა.თუ როგორ სიტყვის კაცია ჩვენი პერესი, ეს უკვე კარგად დავინახეთ ბოლო 2 კვირის განმავლობაში.შეგნებულად აღარ ჩამოვთვლი იმ ფეხბურთელების გვარებს, რომლებმაც შეავსეს კლუბის თადარიგი.

ჯერ კიდევ შორეულ 2000 წელს დონ პერესი ”სანტიაგო ბერნაბეუს” აღმასრულებელი დირექტორი გახლდათ.მისი მიზანი იყო, ლეგენდარული საფეხბურთო არენის გათანამედროვება და მასში ახალი კომინიკაციური საშუალებების დანერგვა.ამის პარალელურად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ”რეალ მადრიდ სიტის” გაშენებაში ლომის წვლილი მიუძღვის ფლორენტინოს.ამ შესანიშნავი საფეხბურთო ბაზის მშენებლობა სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს დაიწყო.ეს გახლავთ ყველაზე დიდი სპორტული ცენტრი, რაც აქამდე აშენებულა სპორტის სამყაროში.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ პერესის კალათში ბევრი ტიტული არისო.აქვე კიდევ ერთხელ შეგახნებეთ იმ ”ტროფეების” სახელებსა და რაოდენობას, რომელიც გუნდმა ”გალაქტიკოსის” ხანაში მოიპოვა: 2 ლა ლიგა (2001, 2003), 2 ესპანეთის სუპერ თასი (2001, 2003), 1 ჩემპიონტა ლიგა (2002), საერთაშორისო თასი (2002) და 1 ევროპის სუპერ თასი (2002).პერესი აღნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წამატება 2002 წელს ჩემპიონტა ლიგის აღება იყო.მას დღესაც ახსოვს გოლი, რომელიც ზიდანმა გაახვია ”ლევერკუზენის” კარის ბადეში.

მაშ ასე, 2006 წლის 27 თებერვალს ფლორენტინო დაკავებული თანამდებობიდან თავისი სურვილით გადადგა.გავრცელებული ინფორმაციით, ”გალაქტიკოსის” ფუძემდებელი არ აპირებდა კლუბში დაბრუნებას, თუმცა მადრიდულმა ”სულმა” მას უფლება არ მისცა, არ დაბრუნებულიყო გუნდში, კლუბის აღორძინების სურვილით. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)