პუშკაში პორტუგალიურად საუბრობს

ტომას რონსერო "მადრიდის რეალსა" და კრიშტიანო რონალდუზე


გადამწყვეტი დარტყმა. 73-ე წუთია. რონალდუმ ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, მან მიახლოებით 50 მეტრი გაირბინა "შალკეს" ნახევარზე. მირბოდა ისე, თითქოს ვინმე მოსდევდა, ბურთი კი ფეხებზე მიწებებული ქონდა. ორი გერმანელი მის შეჩერებას ცდილობდა, მაგრამ ის აწყვეტილ უსეინ ბოლს გავდა იმ მომენტში. ბოლოს საშინელი დარტყმა და მეორე გოლიც გავიდა. დიახ, გოლი გავიდა. დიახ, პუშკაშის რეკორდი განმეორდა. დიახ, ეს კაცი ჩვენს თვალწინ ანგრევს იმ რეკორდებს, რასაც მე, მამაჩემი ვუყურებდით ჯერ კიდევ მაშინ , როცა "თეთრები" ხუთ ევროპის თასს იგებდნენ ზედიზედ დი სტეფანოს, პუშკაშის, ხენტოს მეთაურობით. კრიშტიანო გახარებული იუო, მაგრამ მას უფრო მეტი სურდა. მისი წყურვილი გაოცებას იწვევს, მაგრამ რამოდენიმე შანსის მიუხედავად, ვერა და ვერ მოახერხა მეტოქის კარის აღება. მისი მონდომება და ჟინი ადასტურებს, რომ "მადრიდის რეალში" მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთეი და ყველაზე ამბიციური ადამიანი ირიცხება. სუპერრონალდუს ანგარიშზე 41 გოლია მიმდინარე, სეზონში, "მადრიდის რეალის" რიგებში გუშინდელი დუბლი 48-ე იყო, ხოლო საერთო ჯამში კი მას ამ ტურნირზე 64 გოლი დაუგროვდა და მხოლოს სამი გოლით ჩამორჩება მესის და შვიდი გოლით რაულს. კრიშტიანოს შეუძლია ამ ორის მიღწევის გადაჯოკვრა. დაველოდოთ...

ხესეს ტრავმა. საუბედუროდ გენიოსი კანტერანო გუშინ დაშავდა. "გალათსარაისთან" წითელი ბარათის გამო იქნა ანჩელოტი იძულებული, რომ ხესე შეეცვალა. გუშინ საღამოს კი კიდევ უარესი მოხდა. კოლასინაჩი მას უკნიდან მიეპარა და მოძრავი მატარებელივით. პირდაპირ ხესესკენ გაქანდა. "შალკეს" 4x4-ზე მანქანამ ჩვენს გენიოსს მყესები გაუწყვიტა და მოედანს მინიმუმ ექვსი თვით მოწყვიტა. ეს უსერიოზულესი ტრავმა იყო. მიუხედავად ამისა, კოლაშინაჩს ყვითელი ბარათი, რომ ყვითელი ბარათია, ეგეც კი არ მისცეს. ამის შემდეგ მანვე ორჯერ იუხეშა , ჯერ მორატას, ხოლო შემდეგ კი რონალდუს წინააღმდეგ. მე იმედი მაქვს, რომ მას მეორედ აღარ ვნახავ "ბერნაბეუზე", ხოლო უეფამ კი ის უნდა დასაჯოს. ხესე მომდევნო სეზონამდე დაგვემშვიდობა. გამაგრდი და დროზე გამოჯანმრთელდი გენიოსო!

ბეილი და ტყვია. ხესეს ტრავმის გამო უელსელს დროზე ადრე მოუწია ჩართვამ. მან არავი არ გააწბილა და ის თამაში აჩვენა, რასაც მისგან ელიან. ის ნამდვილი მოტიციკლია. ბოლოსდაბოლოს ის უფრო თავდაჯერებული, მშვიდია, ხოლო თავს კი უსაფრთხოდ. ბეილ, შენ ერთ-ერთი ვარსკვლავი უნდა იყო კვირის კლასიკოზე.

9+1. პარასკევს კენჭისყრაა. მე "ატლეტიკო" ან "ბარსა" მინდა. სწორედ მათი გავლით მინდა გავიდე საოცნებო მეათისკენ მიმავალ ტიტულზე, მაგრამ მანამდე ჩვენ კვირას უნდა მოვუაროთ ტატას გუნდს და ტატამზე დავდოთ. ჩვენ ისინი ტიტულისკენ მიმავალ გზას უნდა ჩამოვაშოროთ. dle 10.1

  • shvela
  • 19 მარტი 2014
  • 2201
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)