„რეალის“ ყველაზე ჭარბწონიანი მეგოლე

ის, რომ დიად სანტიაგო ბერნაბეუს ჩინებულად ესმოდა სატრანსფერო პოლიტიკა, უნგრელი გოლეადორის გამადრიდელებამაც ცხადყო.


1958 წლის ზაფხულში, მადრიდული გრანდის რიგები, 31 წლის პუშკაშმა გააძლიერა, რომელიც ნორმაზე 12 კილოგრამით მეტს იწონიდა.უწინარეს ყოვლისა, კლუბის პრეზიდენტს, იმ დროინდელი მთავარი დამრიგეbლის, ლუის კარნილიას გულისწყრომა დაატყდა თავს, რომელმაც გუნდის ადმინისტრაციის ერთ-ერთ წარმომადგენელ ანტონიო კალდeრონს ჰკითხა, „რა უნდა მოეხერხებინათ ახალწვეული მსუქანისათვის,“ რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ „ეს უკვე მისი საქმე იყო.“

ლეგენდარულ ფერენცს არცერთი კილოგრამი არ დაუკლია, ისე გაატარა მადრიდში 9 წელი და გაიტანა 242 გოლი (261 მატჩში).მის ბურთებს ლომის წვლილი მიუძღვის, ესპანეთის ხუთგზის ჩემპიონობაში, ჩემპიონთა თასის (ლიგის) 3-ჯერ დაბევებაში და სამეფო და საერთაშორისო თასების თითო-თითოჯერ მოგებაში.ალბათ, ყოველგვარი ზედმეტი სტატისტიკის გარეშეც, ნათლად ჩანს, თუ რა დონის ფეხბურთელთან გვაქვს საქმე.

ესპანეთში საცხოვრებლად და სათამაშოდ გადმოსვლამდე, პუშკაში დიდებულად ასპარეზობდა, როგორც უნგრეთის ნაკრებში, ასევე ადგილობრივ კლუბში.მისი შესანიშნავი თამაშის წყალობით, ეროვნულმა გუნდმა 1952 წლის ოლიმპიური თამაში ოქროს მედლებით დაასრულა, ხოლო 1954 წლის მუნდიალზე, სენსაციურად დათმო ფინალური დაპირისპირება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან.

დიდი ბომბარდირი სამშობლოში გააგრძელებდა გოლაობას, რომ არა პოლიტირუკი არეულობა, რის გამოც, ათასობით უნგრელი ემიგრაციაში წავიდა და ამ მიზეზით, პუშკაშმა პირინეის ნახევარკუნძულს შეაფარა თავი.საფეხბურთო ექსპერტების აზრით, ფერენცის კარიერა იმიტომ არ დაგვირგვინდა „ოქროს ბურთით,“ რომ მას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა და ამიტომაც, ვარშავის პაქტში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები, მის სასარგებლოდ არჩევანს არ აკეთებდნენ.

ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ, პუშკაშმა სამწვრთნელო საქმინობაც დაიწყო და 1971 წელს, მისმა დარიგებულმა „პანათინაიკოსმა,“ ევროპის თასების მფლობელთა თასზე მიაღწია დიდი წარმატებას.

2006 წელს, ალცგეიმერის დაავადებით შეპყრობილი გოლეადორი კაცობრიობას გამოემშვიდობა.დღესდღეობით, ფერენც პუშკაში უნგრეთის ნამდვილი კუმირია.მის სახელს ატარებს ბუდაპეშტის ეროვნული სტადიონი და ბევრი სხვა დაწესებულება.

AS dle 10.1

  • Nodarii
  • 18 მარტი 2014
  • 2175
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)