სობოტკა : "ყოველთვის ვოცნებობდი რეალის წინააღმდეგ თამაშზე"

მარსელ სობოტკა, რომელიც შალკეს ახალგაზრდულ გუნდში ირიცხება, 1994 წელს გახლავთ დაბადებული, დღესდღეობით კი იგი მთავარი კოლექტივის შემადგენელი ნაწილია და მთავარმა მწვრთნელმა ესპანეთში გამგზავრების საშუალებაც მისცა. ახალგაზრდა მოთამაშემ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...


"ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ სამეფო კლუბის წინააღმდეგ თამაშის საშუალება მომეცემოდა. არ ვიცი დამაყენებს თუ არა სასტარტო შემადგენლობაში მთავარი მწვრთნელი, თუმცა განაცხადში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ, რეალის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო, თუკი მოედანზე გავალ უდიდეს გამოცდილებას მივიღებ, რადგან ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ მომიწევს ასპარეზობა, როგორებიც კრიშტიანო რონალდუ, მოდრიჩი, ალონსო, კასილასი და კიდევ სხვანი არიან, მე მათ უდიდეს პატივს ვცემ და ვთვლი, რომ ლეგენდებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ფეხბურთის განვითარებაში."

"ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ, ჩემპიონთა ლიგა კი უდიდესი გამოცდილებაა. არ არსებობს პატარა ბავშვი, რომელიც ფეხბურთითაა გატაცებული და ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მოგებაზე არ ფიქრობს, იმედი მაქვს მეც მხვდება წილად ჩემპიონთა ლიგის თასის მოგების ბედნიერება, თუმცა ამისთვის მუხლჩაუხრელი შრომაა საჭირო, სხვაგავარად არაფერი ხდება."

"ჩვენი გუნდის შანსი მინიმალურია, რადგან კარლო ანჩელოტის კოლექტივმა გერმანიასივე დაუსვა წერტილი ყველაფერს, თუმცა მიზანი სანტიაგო ბერნაბეუზე დამაჯერებელი ასპარეზობა და ყველაზე კარგ შემთხვევაში გამარჯვება გახლავთ. გასაგებია, რომ მცირე ანგარიშით მოგება შედეგს ვერ დადებს, თუმცა გულშემატკივართათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება."

"ვგონებ, წინ სანახაობრივი მატჩი გველის, სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული ყველა შეხვედრა საფეხბურთო ზეიმია, აქედან გამომდინარე საღამოს ხალხს ფეხბურთით დატკბობა შეუძლია." dle 10.1

  • Hala
  • 18 მარტი 2014
  • 1121
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)