მატიპი : "რეალი ჩვეულ სტილს არ უღალატებს"

შალკეს მცველის, ჟოელ მატიპის განცხადებით, სამეფო კლუბი საკუთარ მოედანზე ჩვეულ სტილს არ უღალატებს და ყველაფერს გააკეთებს გასამარჯვებლად, აქედან გამომდინარე მის გუნდს დიდი ყურადღება მართებს...


"ვიცით, რომ ძალიან რთული მატჩი გველის. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქელებს არანაირი მოტივაცია არ აქვთ, ისინი ბერნაბეუზე თამაშობენ და ვალდებულნი არიან საკუთარ მაყურებელს საუკეთესო თამაში შესთავაზონ, აქედან გამომდინარე არცერთი ჩემი თანაგუნდელი არ თვლის, რომ "ბლანკოსი" დღეს ძალებს არ დახარჯავს."

"ტაქტიკურად ჩვენი გუნდი საკმაოდ საინტერესო ფეხბურთს თამაშობს, ყოველთვის ვცდილობთ, რომ ყველაფერი რასაც ვაკეთებთ ლამაზი იყოს, პირველ დაპირისპირებაში მოვლენები მეტისემტად ცუდად განვითარდა, ჩვენ აბსოლუტურად სხვა განწყობით გავედით მოედანზე, თუმცა პირველი ტაიმის დასასრულს გავტყდით და საბოლოო შედეგიც სავალალო აღმოჩნდა."

"ბერნაბეუზე გამარჯვება ძალიან კარგი იქნება, მაგრამ ეს დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, არამგონია კარლო ანჩელოტიმ გუნდი ფრეზე ათამაშოს, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ისინი შინ თამაშობენ და ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის."

"კრიშტიანო რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, მის წინააღმდეგ თამაში ყველას უჭირს და გამონაკლისი არც მე ვარ, თუმცა მინდა განვაცხადო, რომ პორტუგალიელთან ჭიდილი უდიდესი გამოცდილებაა, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელი იღებენ, ის დიდებული შეგირდი გახლავთ."

"ჰუნტელაარმა ძალიან კარგად იცის თუ რა ხდება ესპანეთის დედაქალაქში, რადგან ეს დროს ის "მერენგების" შემადგენელი ნაწილი იყო, იგი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ რეალს კიდევ ერთი გოლი გაუტანოს და გერმანელთა გულები გაახაროს." dle 10.1

  • Hala
  • 18 მარტი 2014
  • 1091
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)