ხესე : "გუნდი შალკესთან მატჩზეა კონცენტრირებული"

ხესე როდრიგესმა შალკესთან განმეორებითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, იგი ჟურნალისტებთან შესახვედრად კარლო ანჩელოტისთან ერთად იყო მისული...


"არაფერზე არ ვფიქრობთ გარდა იმისა, რომ შალკეს დამარცხება გვსურს საშინაო კედლებში. ეს მადრიდის რეალია, რომელიც საკუთარ გულშემატკივარს უდიდეს პატივს სცემს, აქედან გამომდინარე ვალდებულნი ვართ სრული პასუხისმგებლობით ვითამაშოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ."

"სამეფო კლუბმა თითქმის ყველა ასპექტი გააუმჯობესა, დაცვა იდეალურ ფორმაში გახლავთ, ასევე თვალშისაცემია წინა ხაზის პროგრესი, რომელიც თვეების მანძილზე შთამბეჭდავი იყო. ბურთის ფლობას კარლო ანჩელოტი დიდ მნიშვნელობას ანიჭევს, ამ მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ კარგი შედეგი გვაქვს."

"გუნდს ჩემზე საჭირო ფეხბურთელებიც ჰყავს, რომლებიც წარმოუდგენლად დიდ სამუშაოს ასრულებენ, ჩემი როლი გუნდში? მე ერთ-ერთი რიგითი ფეხბურთელი ვარ, რომელიც ცდილობს შანსის გამოყენებას და მაქსიმუმის გაკეთებას როგორც კოლექტივისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის, ბევრს ვშრომობ და ვირჯები იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მივიღო."

"მადრიდის რეალის მთავარ გუნდში მხოლოდ პირველ სეზონს ვატარებ, აქედან გამომდინარე ყველაფერი წინ მაქვს, დარწმუნებული ვარ მწვერვალებს დაპყრობას მოვახერხებ, რადგან უამრავი გამოცდილი მასწავლებელი მყავს, თანაგუნდელებისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება, ზინედინ ზიდანი და კარლო ანჩელოტი კი ბრწყინვალე ფსიქოლოგები და დამრიგებლები არიან, მათგან აურაცხელი რაოდენობის გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი."

"კრიშტიანო რონალდუ უდავოდ საუკეთესოა და ამაზე მისი მაჩვენებლებიც მეტყველებს, პორტუგალიელი ჩვენთვის ფასდაუდებელი ფეხბურთელია, ის არის ეტალონი. ყველამ უნდა მიბაძოს რონის, თუ წარმატების მიღწევა აქვს მიზნად დასახული, ის ბევრს შრომობს და მუდმივად იბრძვის იმისათვის, რომ საუკეთესო იყოს, მისგან ბევრი რამ ვისწავლე." dle 10.1

  • Hala
  • 18 მარტი 2014
  • 1301
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)