ფერგიუსონი : „ლიგის ფავორიტად ბაიერნთან ერთად რეალს მივიჩნევ“

ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონის განცხადებით, მადრიდის რეალი მიუნხენის ბაიერნთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი გახლავთ...


„ხოსეპ გვარდიოლას ბაიერნი შარშანდელს არაფრით ჩამოუვარდება, ესპანელმა მწვრთნელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მხოლოდ ბარსელონაში არ იყო წარმატებული, იგი გერმანიაშიც შესანიშნავად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, პეპს პატივს ვცემ და ვთვლი, რომ გარკვეული წლების შემდეგ მას მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად აღიარებენ, მას ამისათვის ყველა მონაცემი აქვს.“

„გერმანულ გაუჩერებელ მანქანასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის უდავო ფავორიტი მადრიდის რეალი გახლავთ, რომელმაც სეზონის სტარტის შემდეგ არნახული პროგრესი განიცხადა, კარლო ანჩელოტიმ შესანიშნავი კოლექტივი ჩამოაყალიბა, სადაც თითოეულმა ფეხბურთელმა იცის თუ რა უნდა გააკეთოს კონკრეტულ შემთხვევაში, „მერენგები“ ძალიან სახიფათო ძალას წარმოადგენენ, მათ ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლიათ.“

„სამეფო კლუბს საკმაოდ გრძელი და ძლიერი სათადარიგოთა სკამი აქვს, რის ხარჯზეც დასკვნით ფაზაში დიდი წარმატება ელის წინ. კარლო ანჩელოტის აქვს ის ფუფუნება, რომელიც ფეხბურთის ბევრ კარგ სპეციალისტს არ აქვს, იტალიელს თავისუფლად შეუძლია მიმართოს როტაციებს ისე, რომ საერთო ფონი არ გააფუჭოს, ვინაიდან გუნდში უმაღლესი დონის ფეხბურთელები ირიცხებიან, ასევე აღსანიშნავია ახალგაზრდა თაობა, რომელიც მოედანზე მუდმივად შემართბით თამაშობს და საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას მაქსიმალურად ცდილობს.“ dle 10.1

  • Hala
  • 18 მარტი 2014
  • 1612
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)