იგუაინი : „ელ კლასიკო გადამწყვეტი იქნება“

სამეფო კლუბის ექს ფორვარდის, გონსალო იგუაინის განცხადებით, შალკესთან მატჩს არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან პირველ შეხვედრაში ყველაფერს ნათელი მოეფინა, ანჩელოტის შეგირდებისთვის მთავარი საფიქრალი ელ კლასიკოა, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება...


„ესპანელებს ურთულესი კალენდარი აქვთ, წინ ბარსელონასთან მატჩია, რომელსაც საკმაოდ საინტერესო დაპირისპირებები მოსდევს უკან, თუმცა ელ კლასიკოს უდიდესი მნიშვნელობა ექნება, მადრიდის რეალი გამარჯვების შემთხვევაში ჩემპიონის ტიტულისკენ კიდევ ერთ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს, ბარსელონელთათვის კი 7 ქულიანი ჰანდიკაპის აღმოფხვრა წარმოუდგენლად რთული იქნება, აქედან გამომდინარე დედაქალაქელთა მთავარ კონკურენტად ატლეტიკო მოგვევლინა, რომელმაც წლეულს ყველა გააოცა.“

„დარწმუნებული ვარ მერენგები შალკესთან დაპირისპირებაში მაქსიმალურად არ დაიხარჯებიან და ძალების მინიმალური დანახარჯით ეცდებიან გულშემატკივართა გახარებას, ეს მატჩი მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, რადგან 0-6 ბერნაბეუზე ფანტასტიკის სფეროა.“

„დასკვნით ფაზაში უდიდესი როლი დაეკისრებათ კრიშტიანო რონალდუსა და გარეთ ბეილს, რომელთა კარგი კონდიცია გუნდის წარმატების განმაპირობებელი ფაქტორი უნდა გახდეს, სწორედ მათ უნდა აიღონ თამაში საკუთარ თავზე და კოლექტივს წინსვლაში დაეხმარონ.“

„მადრიდს მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ, ძალიან გამიხარდება თუ „ბლანკოსი“ ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს, ეს ჩემი ოცნება იყო თუმცა ესპანურად გუნდთან ერთად ვერაფრით მოვახერხე ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ოქროს მედლის მოპოვება.“ dle 10.1

  • Hala
  • 18 მარტი 2014
  • 1366
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)