"მადრიდის რეალი" VS "შალკე" - Preview

დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში "მადრიდის რეალი" და "შალკე" ერთმანეთს "სანტიაგო ბერნაბეუზე" თბილისის დროით 23:45 სთ-ზე დაუპირისპირდებიან. გთავაზობთ წინასამატჩო მიმოხილვას (ე.წ.Preview)


"ბაიერ ლევერკუზენის" მსგავსად, "შალკე 04" დღეს თავის მეორე შეხვედრას გამართავს უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური შეხვედრის წინ.

6:1 წაგება "მადრიდის რეალთან" პირველ შეხვედრაში ნიშნავს, რომ დღეს გერმანელები მხოლოდ და მხოლოდ პრესტიჟის გამო თუ იბრძოლებენ, ხოლო "მადრიდის რეალი" კი 30 მატჩიანი დაუმარცხებელი სერიის გასაგრძელებლად. იანს კელერს სურს, რომ მსიმა გუნდმა იგივე ფეხბურთი აჩვენოს, რაც "ლევერკუზენმა" "პსჟ"-ს წინააღმდეგ და მეტოქეს ბოლომდე შეუტიოს. კელერის კოლეგა კარლო ანჩელოტი კი ამ თამაშს ცვლილებებით შეხვედება.

წინასამატჩო განცხადებები

"მადრიდის რეალი"

კარლო ანჩელოტი-მთავარი მწვრთნელი

"ჩვენ რამოდენიმე ცვლილებას განვახორციელებთ, ვინაიდან ფეხბურთელები ფიზიკურად დაღლილები არიან. "მალაგასთან" შეხვედრა დამღლელი იყო და გარდა ამისა, მგზავრობამაც მოგვიწია."

"ბევრი გუნდი გამიწვრთნია, ასე რომ მიჭირს, მათ შორის რომელიმე გამორჩევა. ამ შემადგენლობას ყველაფერი აქვს: მას აქვს ხასიათი, გამოცდილება და ახალგაზრდობა. რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ ამ კლუბისთვის და ბედნიერი ვარ აქ ყოფნით."

"ლა ლიგაში მცირედი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ განსხვავებული სიტუაციაა ჩემპიონთა ლიგასა და კოპა დელ რეიზე. კარგად უნდა ვითამაშოთ , ვინაიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩები უმნიშვნელოვანესია. პატივი უნდა ვცეთ საკუთარ სამუშაოს, ჩემპიონატს და მეტოქეს."

"შალკე"

იანს კელერი - მთავარი მწვრთნელი:

"ახალგაზრდა გუნდი გვყავს და ეს მატჩი კარგი გამოცდილება იქნება მათთვის. იმაზე უკეთესად უნდა გავისარჯოთ, ვიდრე ეს სახლში თამაშისას გავაკეთეთ. უფრო კომპაქტურად უნდა ვეთამაშოთ მეტოქეს და არ მივცეთ მათ გახსნის საშუალება. ვეცდებით საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. შეიძლება ფეხბურთელები, რომლებსაც მცირე პრობლემები აქვთ, არ ვათამაშო. ბევრი ვარიანტი არ მაქვს, მაგრამ ვეცდებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს დავეყრდნოთ."

" "მადრიდის რეალი" და "მიუნხენის ბაიერნი" მსოფლიოში უძლიერეი კლუბებია. "ლევერკუზენმა" კარგად ითამაშა "პსჟ"-ს წინააღმდეგ პარიზში და ჩვენც გვინდა ანალოგიურის გაკეთება. რეალისტები უნდა ვიყოთ - "მადრიდის რეალი" ბრწყინვალე გუნდია და როცა პირველ რაუნდში 1:6 ანგარიშით მარცხდები, ადვილი არ არის შემდეგ ეტაპზე გასვლა."

ბოლო შედეგები

"მადრიდის რეალი"

შაბათი: "მალაგა" 0:1 "მადრიდის რეალი" (რონალდუ 23')

შემადგენლობა: Diego López; Carvajal, Pepe, Varane, Marcelo; Modrić (Illarramendi 90), Alonso, Isco (Jesé 63); Bale, Benzema (Di María 32), Ronaldo.

• "მადრიდის რეალი" 30 მატჩიან წაუგებელ სერიას ატარებს, საიდანაც 25 მოგებული აქვს. ეს ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. ბოლო 20 შეხვედრიდან 18 მოგებული აქვთ.

"შალკე"

პარასკევი: "აუგსბურგი" 1:2 "შალკე" (ვერნერი 5', ჰუნტელაარი 33' და 49')

შემადგენლობა: Fährmann; Hoogland, Höwedes, Matip, Kolasinac; Boateng, Neustädter, Obasi (Ayhan 46), Draxler (Meyer 77), Goretzka; Huntelaar (Szalai 90).

• კლას იან ჰუნტელაარს დიდ ხნიანი ტრავმის შემდეგ რვა გატანილი გოლი დაუგროვდა. ბოლო ათი ბუნდესლიგის შეხვედრიდან "შალკემ" მხოლოდ ერთი წააგო.

კლუბის ამბები

"მადრიდის რეალი"

ისკო, ხესე, ალვარო მორატა და კრიშტიანო რონალდუ სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან. ბენზემა ტრავმირებულია და მისი კვირამდე თამაში საეჭვოა. ანჩელოტი დარწმუნებულია, რომ თავდამსხმელი კლასიკოსთვის დაბრუნდება.

"შალკე"

კრისტიანო ფუხმა ოპერაცია გაიკეთა მარჯვება ფეხზე 11 მარტს, ფელიპე სანტანა მიკროტრავმის გამო პირველი რაუნდის შეხვედრის შემდეგ უთამაშებელია. ფარფანმა მუხლის ტრავმის გამო ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა

მატჩის ფაქტები

"მადრიდის რეალი"

• "მადრიდის რეალმა" შინ 25 შეხვედრიდან მხოლოდ ორჯერ დათმო გერმანულ კლუბებთან. 19 მოგება და ოთხი ფრე დაფიქსირდა დანარჩენ შეხვედრებში.

ტურნირის სტატისტიკა

• "მადრიდის რეალს" თავისი ყველაზე დიდი ანგარიშით გასვლითი მოგებული შეხვედრა ქონდა "გალათასარაისთან" - 6:1 ჯგუფურ ეტაპზე.

• კრიშტიანო რონალდუმ ცხრაჯერ გაიტანა ჯგუფურ ეტაპზე , რითაც დაამხო ჯგუფური ეტაპის რვაგოლინი რეკორდი, ომელიც რუდ ვან ნისტელროის (2004/05), ფილიპე ინძაგის და ერნარ კრესპოს (ორივემ 2002/03) ეკუთვნოდათ. რონალდუს ანგარიშზე აღნიშნულ ტურნირზე ბოლო 24 შეხვედრაში გატანილი 30 გოლია, საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე 98 შეხვედრაში გატანილი 61 გოლია.

• "თეთრებმა" ზედიზედ ჩემპიონთა ლიგის 32 შეხვედრაში მოახერხეს გოლის გატანა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მათ ასევე გაიმეორეს "მანჩესტერ იუნაიტედის" (1998/1999) და "ბარსელონას" (2011/12) მიერ დამყარებული რეკორდი ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლების მხრივ (20 გოლი)

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე შემადგემლობის ცვლილება

• მოვიდა: არავინ

• წავიდა: არავინ

ძირითადი ინფორმაცია

• "მადრიდის რეალი" 30 მატჩიან წაუეგებლ სერიას ატარებს, საიდანაც 25 მოიგო, რაც კარლო ანჩელოტის სამწვრთნელო კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. მათ ბოლო 20 შეხვედრიდან 18 მოიგეს.

• კარიმ ბენზემა "მალაგასთან" შეხვედრის 32-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.

• "თეთრებმა" "ატლეტიკოსთან" 2 მარტს 2:2 ითამაშეს, რომელსაც "ლევანტესთან" 3:0 მოგება მოჰყვა, სადაც მარსელომ 2012 წლის იანვრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა ლა ლიგაში.

• "თეთრებს" ეკუთვნით საკლუბო რეკორდი 6 იანვრიდან 28 იანვრამდე კარის მშრალად შენახვის გამო. იკერ კასილასმა ათ შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა - მას 952 წუთი კარი მშრალად ქონდა შენახული, როცა კლას იან ჰუნტელაარმა გოლი გაუტანა გელზენკირხენში.

• რონალდუმ ბოლო 39 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა ნაკრებისა და კლუბის რიგებში, აქედან ხუთი ჰეთრიკით.

• სამი ხედირა იტალიასთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ ტრავმირებულია. ალვარო არბელოასაც ტრავმა აწუხებს.

"შალკე"

ტურნირის სტატისტიკა

• 6:1 საშინაო მარცხი ევროსარბიელზე "შალკესთვის" ყველაზე დიდი მარცხი იყო.

• ბენედიქტ ჰოუვადესი, მარკო ჰოგერი და რომან ნაუსტადლერი კლუბს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება.

ჩემპიონთა ლიგაზე შემადგემლობის ცვლილება

• მოვიდა: ანტონი ანანი

• წავიდა: დენის აოგო, ჟერმანი ჯონასი, ლარს უნერსტაილი.

საერთო ინფორმაცია

• კლას იან ჰუნტელაარმა გაიტანა რვა გოლი ცხრა შეხვედრაში, მას შემდეგ, რაც მწვანე მინდორს დაუბრუნდა

• "მადრიდის რეალისგან" ექვსი გოლის მიღებიდან სამ დღეში, "შალკემ" "მიუნხენის ბაიერნთან" 5:1 დათმო.

• "ლევერკუზენის ბაიერის" სიდნეი სამი "შალკეს" სეზონის დასრულების შემდეგ შეუერთდება 4 წლის ვადით.

მსაჯთა ბრიგადა

მსაჯი: სერგეი კასარევი (რუსეთი)

დამხმარე მსაჯი: ნიკოლაი გალუბოვი (რუსეთი), ანტონ ავერიანოვი (რუსეთი)

დამატებითი დამხმარე მსაჯი: მაკსიმ ლაიუშკინი (რუსეთი), ვიტალი მესხოვი (რუსეთი)

მეოთხე ოფიციალი: დიმიტრი მოსიაკინი (რუსეთი)

უეფას დელეგატი: დენის კრუიზი (ირლანდია)

უეფას მსაჯების დამკვირვებელი: ვიქტორ მელო პერეირა (პორტუგალია)

მნიშვნელოვანი ფეხბურთელების სტატისტიკა

"მადრიდის რეალი" VS "შალკე" - Preview


კლუბების სტატისტიკა ტურნირზე

"მადრიდის რეალის" და "შალკეს" სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე
dle 10.1

  • shvela
  • 18 მარტი 2014
  • 2310
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)