ანჩელოტი: "კლასიკოში თანაბარი გუნდები ითამაშებენ"

კარლო ანჩელოტიმ "შალკესთან" დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.


"შალკესთან" განაცხადი: "რამოდენიმე ცვლილებას გავაკეთებ , ვინაიდან ფეხბურთელები ბევრს იტვირთებიან ამ ბოლო დროს.ბოლო დღეებში ბევრი ვიმგზავრეთ და დასვენებით კი არც ისე ბევრი დავისვენეთ. იმისთვის, რომ ყველა კარგ ფორმაში იყოს, ამიტომაც რამოდენიმე ფეხბურთელს დავასვენე."

"ბასრსასთან" თამაში: "ყოველთვის ვთვლიდი, რომ "ბარსელონა" ძლიერი მეტოქეა. ყველა ასე ფიქრობს. შეიძლება მათ პრობლემები ქონდეთ, მაგრამ თამაშით ისინი მუდამ კარგად თამაშობენ. კვირას საკმაოდ დაბალანსებული შეხვედრა იქნება."

ბენზემა: "ხვალ ვერ ითამაშებს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ კვირისთვის მზად იქნება."

მომავალი: "ამაზე ვერაფერს გეტყვით. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. მე ვთვლი, რომ მწვრთნელზე შედგები მეტყველებს. ეს სავსებით ნორმალურია თანამედროვე ფეხბურთში."

რომელი ტურნირია ყველაზე რთული: "ჩემი აზრით სამივე, მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგაში ცოტათი მეტი ქულები გვაქვს."

სასტარტო შემადგენლობა: "ხესე სასტარტოში იქნება. სამ ფორვარდს გეტვით, თუ ვინ ითამაშებს ხვალ. მორატა, ხესე და რონალდუ. ხესეს გაუმართლა, ჩემი პირველი პრესკონფერენცია 30 წლის ასაკში მქონდა, მას კი 21 წლის ასაკში აქვს."

ბენზემას მნიშვნელობა: "ის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ვნახოთ ხვალიდან როგორ წარიმართება მისი აღდგენითი პროცესები. თუ ვერ შეძლებს თამაშს, მაშინ მას შემცვლელი უნდა ვუპოვოთ." dle 10.1

  • shvela
  • 17 მარტი 2014
  • 2600
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (358)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)