იგნასიო კამაჩო : "მალაგამ დაამტკიცა, რომ რეალთან კარგად თამაში შეიძლება"

სამეფო კლუბის გუშინდელი მეტოქის, მალაგას ფეხბურთელმა, იგნასიო კამაჩომ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი ძალა და ის მოსაზრება, რომ "რეალთან" კარგად თამაში სრულიად შესაძლებელია...


"მოედანზე ძალიან მოტივირებულები გავედით, ყველაფერს ვაკეთებდით იმისათვის, რომ ანჩელოტის შეგირდებს საკუთარი თამაში არ ეთამაშათ, ამ შემთხვევაში ჩვენ განწირულები ვიქნებოდით."

"რონალდუს გოლი არაფრისგან გავიდა, ნამდვილად არ იყო სიტუაცია, როდესაც სამეფო კლუბი თუ იმ წუთს არა, რამდენიმე ხნის შემდეგ მაინც გაგვიტანდა, რადგან მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი არ დომინირებდა, მომენტები ჩვენც გვგქონდა, თუმცა არ გაგვიმართლა."

"კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ კარგი გუნდი ვართ და წინსვლა შეგვიძლია, შუსტერი დიდებული მწვრთნელი და მოტივატორია, რომელიც ფეხბურთელებზე უდიდეს ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს."

"გულშემატკივრებმა სამაგალითოთ იმოქმედეს, ისინი 90 წუთის მანძილზე მხურვალედ გვიჭერდნენ მხარს, მაგრამ მათი გახარება ვერ მოვახერხეთ, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გუნდს ცდა არ დაუკლია."

"მომდევნო ტურებში მაქსიმალური კონცენტრაცია გვმართებს, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ რამდენიმე თამაშის მოგება და სატურნირო მდგომარეობის გაუმჯობესება."

"მიუხედავად იმისა, რომ გავარდნის საფრთხე გვემუქრება, ლა ლიგის დატოვებაზე არ ვფიქრობთ, ჩვენი მიზანი საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრაა და არა მეორე ლიგაში გადასვლა, ეს ნამდვილი კატასტროფა იქნება." dle 10.1

  • Hala
  • 16 მარტი 2014
  • 1262
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)