"ელჩეს" მორატას არენდით აყვანა სურს

El Pais-ის ინფორმაციით ალვარო მორატას კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა, ეს გუნდი კი ელჩე გახლავთ, რომელიც პრიმერაში დასარჩენად იბრძვის...


მოგეხსენებათ, ალვაროს სათამაშო დრო პრაქტიკულად აღარ ეძლევა, თანაც ახლოვდება სეზონის დასკვნითი ფაზა, სადაც კარლო ანჩელოტიმ ძალების მაქსიმალური მობილიზაცია უნდა მოახდინოს და პირველ რიგში გამოცდილ შეგირდებს დაეყრდნოს, ვინაიდან "ელ კლასიკოებსა" და ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფებში გუნდს ორმაგი პასუხისმგებლობა მართებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფლორენტინო პერესი მორატას გაშვებას გეგმავს, კარლო ანჩელოტი კი ფეხბურთელის არენდით გასხვისებაზეა თანახმა, რადგან თვლის, რომ ახალგაზრდა წინახაზელში დიდი პოტენციალი დევს, ეს იდეა კი პრეზიდენტს საკმაოდ იზიდავს, აქედან გამომდინარე პრიორიტეტული ისეთი შემოთავაზებების განხილვა იქნება, რომელშიც მოთხოვნა არენდაზეა და არა სრულ გამოსყიდვაზე.

იმ შემთხვევაში თუ "ელჩე" ლა ლიგაში დარჩება, ეს გუნდი იქნება ერთ-ერთი, რომელიც "ბლანკოსის" ხელმძღვანელობას ალვაროს "თხოვებას" თხოვს, სანაცვლოდ კი გარკვეულ თანხას გადაიხდის,(სავარაუდოდ 1.2 მილიონი ევრო).

ამ ეტაპზე "ელჩე" მე-14 ადგილზე იმყოფება, თუმცა მე-18 ადგილზე მყოფი ალმერიასგან მხოლოდ 3 ქულა აშორებს, აქედან გამომდინარე პრიმერაში უშეღავათო ბრძოლა არა მხოლოდ მაღალ ეშელონებში, არამედ ცხრილის ფსკერზეცაა მოსალოდნელი, რადგან ერთაბაშად რამდენიმე გუნდი იბრძვის უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად. dle 10.1

  • Hala
  • 14 მარტი 2014
  • 1334
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)