ანჩელოტი: "გამიკვირდა, რომ დი მარიას თამაში არ სურს"

კარლო ანჩელოტიმ "მალაგასთან" დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა


ეიფორია: "არ მაქვს იმის შიში, რომ ფეხბურთელები მოეშვებიან. მე ვენდობი ამ ფეხბურთელების ხასიათს. მათ იციან, რომ "მალაგას" წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი თამაში გველის. მოდუნების დრო არ არის. გუნდი კარგად ემზადება.

არბელოას ალტერნატივა: "არბელოა დაგვაკლდება. ამას ისევე უნდა გავუმკალვდეთ, როგორც ეს ხედირას შემთხვევაში გავაკეთეთ. ამ კვირას ნაჩოს ვაკვირდებოდი მარჯვენა ფლანგზე. მას აქვს ამის პოტენციალი და შეუძლია მანდ თამაში. სერხიო რამოსსაც უთამაშია ამ პოზიციაზე ადრე. სერხიო ბოლო ვარიანტია."

"მალაგა": "ძალიან კარგად ვემზადებით ამ თაამაშისთვის, ვინაიდან ისინი ძლიერი მეტოქეები არიან. ფეხბურთელებმა იციან, რომ ლა ლიგაში ჩემპიონიოს ბედი ბოლო ტურამდე უცნობი იქნება."

ისკო: "ფეხბურთელი ამ პოზიციაზე თამაშს უნდა მივაჩვიოთ. ეს განსხვავდება ნახევარმცველის პოზიციისგან. უფრო მეტი უნდა ითამაშო დაცვის მხრივ. ისკოს მე ვესაუბრე და მან იცის, რომ მისი სიტუაცია ზედორფის სიტუაციას გავს. მას მოეწონა ეს შედარება. ისკოს შეუძლია გუნდის დახმარება ამ პოზიციაზე. დი მარიას იქ არ უთამაშია, მხოლოდ არგენტინაში თამაშობს მანდ."

მოგების ფორმულა: "მოგებას ბოლომდე დახარჯვა ჭირდება."

მომავალი მეტოქეები: "ჩვენ ჯერ კლასიკოზე საუბრისთვის არ გვცალია. წინ "მალაგაა", მერე "შალკე". ამის შემდეგ არის კლასიკო."

ხესე: "მე მას ყოველდღე ვესაუბრები. მესმის სიტუაცია და ისიც მიგებს. ის ბევრჯერ დაგვეხმარა და აუცილებლად დარჩება ჩვენთან. არ ვიცი, რამდენ ხანს ითამაშებს. ხესე არაფერს არ ითხოვს. მე მას ვუთხარი, რომ ნებისმიერ წუთს მზად უნდა იყოს, ვინაიდან ეხლა სეზონის უმნიშვნელოვანესი ეტაპია."

დი მარია: "მე ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. თუ მან თქვა, რომ არ უნდა თამაში "მალაგას" წინააღმდეგ, მაშინ ეს ჩემში განცვიფრებას იწვევს, ვინაიდან ეს უმნიშვნელოვანესი თამაშია ჩვენთვის. მე საუკეთესო შემადგენლობას დავაყენებ და არ ვიცი სხვები რას ფიქრობენ და ეშინიათ თუ არა ბარათის მიღების. მესმის, როცა შენ შეგიძლია თამაში და მე არ გაყენებ, მაგრამ...თუ ვერ ითამაშებ "ბარსას" წინააღმდეგ, სხვა ითამაშებს."

ზეწოლა: "ყველაფერი ჩვენს ხელშია და ამას კარგად უნდა გავუმკლავდეთ. "ბარსელონასთან" და "ატლეტიკოსთან" მცირე უპირატესობა გვაქვს და ყველაფერი ისე უნდა ვაკეთოთ, რომ სხვის თამაშებს არ მივქციოთ ყურადღება." dle 10.1

  • shvela
  • 14 მარტი 2014
  • 4211
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)