ბეილი: „სამივე ტურნირის მოგება შეგვიძლია“

სამეფო კლუბის უელსემა შემტევმა, „სანტიაგო ბერნაბეუზე,“ ახალი ბუცების (Adidas Adizero F50) პრეზენტაციის შემდეგ, მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.


„სამივე ტურნირზე წარმატებით გამოვდივართ და ტრიპლეტის მოგების შანსი გვაქვს.რა თქმა უნდა, ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა სეზონი ტრიუმფით დავასრულოთ.“

„პრიმერაში საკმაოდ კომფორტულ სიტუაციაში ვიმყოფებით, თუმცა გათამაშების დასრულებამდე 11 ტურია დარჩენილი და მოდუნების დრო არ არის.რა თქმა უნდა, კონკურენტების მდგომარეობა არ გვაინტერესებს.„რეალი“ მხოლოდ საკუთარ თამაშზეა კონცენტრირებული.რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ევროპაში იოლი გასეირნებები გამორიცხულია.ბევრ ძლიერ გუნდთან მოგვიწევს ჭიდილი და იმედია, ნაყოფიერად გავართმევთ თავს დაკისრებულ მოვალეობებს.ჩვენი მიზანია ლა დესიმა.“

„ამ მომენტისათვის, „მალაგასთან“ გასამართ დაპირისპირებაზე ვფიქრობთ, რომელიც აუცილებლად უნდა მოვიგოთ.შემდეგ გადავერთვებით „ელ კლასიკოზე.“ვიმედოვნებ, მომდევნო პაექრობებში საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებთ.“

„როდესაც გარემოს იცვლი, ადაპტაციისათვის დრო გესაჭიროება.ყველაფერს ვაკეთებ, რათა გავაუმჯობესო ჩემი წარმოდგენები.შემადგენლობიდან ყველაზე კარგად მოდრიჩს ვიცნობ.ლუკა ძალიან მეხმარება.“

„მოგეხსენებათ, პრე-სეზონი მნიშვნელოვანია მოთამაშისთვის.თავდაუზოგავად ვმუშაობდი, რამეთუ ფიზიკური კონცდიციენი ამეკრიფა.არსენული მომენტისათვის, კარგად ვთამაშობ. ვიმედოვნებ, რომ სეზონის დარჩენილ ნაწილსაც მაღალ დონეზე ჩავატარებ.“

„პრიმერაში ტაქტიკურ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას.აქ, მაქსიმალურად უნდა ეცადო ბურთის შენარჩუნება და მისი წარმატებით გაგორება, რაც საკმაოდ საინტერესოა ჩემთვის.“

„შარშანდელ სეზონი მარჯვენა ფრთაზე გავატარე „ტოტენჰემში“ და ამიტომაც, აღნიშნული პოზიცია პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის..“

„ანჩელოტი თავდაჯერებულობას გვმატებს და ძალიან გვეხმარება.რაც შეეხება რონალდუს, ის საუკეთესო ფეხბურთელია დედამიწაზე, რომელიც გვერდით მიდგას.“

RealMadrid.Com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)