4 კლასიკო 25 დღეში

თუ "მადრიდის რეალი" და "ბარსელონა" 1/4 ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან, მაშინ 25 დღიან ინტერვალში შეგვიძლია 4 კლასიკოს მომსწრნენი გავხდეთ.


ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის კენჭისყრა 21 მარტს გაიმართება. თუ კენჭისყრაზე "მადრიდის რეალი" და "ბარსელონა" გახდებიან ერთმანეთის მეტოქეები, მაშინ გულშემატკივრებს ექნებათ საშუალება 25 დღიან ინტერვალში ერთბაშად 4 კლასიკო იხილონ.

პირველი კლასიკო ლა ლიგის 29-ე ტურში 23 მარტს გაიმართება "ბერნაბეუზე"

მას შემდეგ, რაც "ბარსელონა" 1/4 ფინალში გავიდა, ხოლო "მადრიდის რეალის" 1/4 ფინალში გასვლა მხოლოდ ფორმალობის საკითხია, შანსი არსებობს, რომ ეს გუნდები 1/4 ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ამ შემთხვევაში აპრილის თვის დასაწყისში ორი კლასიკოს მომსწრენნი გავხდებით.

რაც შეეხება მეოთხე კლასიკოს, ის 16 აპრილს "მესტალიაზე" გაიმართება და ამ შემთხვევაში უკვე სამეფო თასის ფინალში დაუპირისპირდებიან მოსისხლე მტრები ერთმანეთს.

მოკლედ, წინ დაძაბული დღეები გველის. dle 10.1

  • shvela
  • 13 მარტი 2014
  • 4091
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)