თეთრები: "ჩვენ მზად ვართ სამივე ტიტულისთვის საბრძოლველად"

ლოპესი, მარსელო, პეპე, ხესე, მორატა, ისკო, ვარანე და ალონსო ერთ-ერთ კლინიკაში გულშემატკივრებს შეხვდნენ


ლოპესი:

"მზად ვარ კლასიკოს სათამაშოდ. აქ სამი უმნიშვნელოვანესი ქულის ამბავი გადაწყდება. "ბარსელონა" მოსისხლე მტერია და გვინდა მათთან სხვაობა კიდევ უფრო გავზარდოთ, მაგრამ მანამდე ჯერ კიდევ ერთი თამაში გვაქ. აუცილებელია, რომ "მალაგასთან" შეხვედრაში გავიმარჯვოთ და ოთხქულიანი სხვაობა შევინარჩუნოთ, ხოლო შემდეგ კი ეს შვიდამდე გავზარდოთ. სამივე ტურნირზე მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და ასეც ვაკეთებთ ჯერჯერობით. "ატლეტიკო" ძლიერი მეტოქეა და ეს "მილანთან" შეხვედრაშიც გამოჩნდა. ბოლო თამაშამდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენ დიდებული ფეხბურთელები გვყავს და მზად ვართ, რომ მათთან ერთად ლიგაზეც. ჩემპიონთა ლიგაზეც და თასზეც ბოლომდე დავიხარჯოთ ჩემპიონობისთვის"

პეპე

"ევროპაში ძლიერი მეტოქეები არიან. "შალკესთან" კარგი უპირატესობა გვაქვს, მაგრამ მოედანზე მუდამ მობილიზირებული უნდა გახვიდე. აუცილებელია, რომ გულშემატკივრებს ვასიამოვნოთ."

ხაბი ალონსო:

"სიამოვნებით გავიმეორებდით მსოფლიო ჩემპიონატის მოგებას, მაგრამ ეგ რთული მისაღწევია. ეს რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი."

ისკო

"ზიდანთან ვარჯიში ფანტასტიკურია. ის მუდამ მეხმარება და რჩევებს მაძლევს. ვიცით, რომ ის ლიდერია."

"თავდაჯერება არ გვაკლია, შედეგებიც კარგი გვაქვს. კარგი დრო გვიდგას და სამივე ტურნირზე ბრწყინვალე შანსები გვაქვს."

ხესე

"კანტერადან მოსულები თავს კარგად ვგრძნობთ ახალ მწვრთნელთან. ჯერჯერობით მარტო მეტ , კარვახალი, მორატა, ნაჩო, დიეგო და იკერი ვართ აქაური აღზრდილები. ყველა კანტერანოს უნდა პირველ გუნდში თამაში. ვუსურვებ მათ, რომ ეს სურვილი მალე ახდენოდეთ." dle 10.1

  • shvela
  • 13 მარტი 2014
  • 1435
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)