პეპე: „რონალდუ ხესეს მასწავლებელია“

ბრაზილიური ფესვების მქონე ცენტრალური მცველი, ერთ-ერთ ესპანურ რადიოსადგურში მიიწვიეს, სადაც ბევრ საინტერესო თემაზე მოუწია საუბარი.


„ყოველთვის ვცდილობ, რომ საუკეთესო ვიყო, როგორც მწვანე მინდორზე, ასევე მის გარეთ.ვფიქრობ, ადამიანები ახლოს არ მიცნობენ და ამიტომ აქვთ განსხვავებული წარმოდგენა ჩემზე.“

„„ხეტაფესთან“ თამაშის შემდეგ, საკმაოდ ცუდი რეპუტაცია შევიძინე.დღესაც, როდესაც მსაჯები მისტვენენ, ფიქრობენ, რომ იგივე განმეორდება.სიმართლე გითხრათ, ამ მომენტამდე ვერ ამიხსნია, რა დამემართა მაშინ.“

„მაქსიმალურად ვცდილობ სუფთად თამაშს, თუმცა ჩემი პოზიციის ფეხბურთელისათვის თამაშის წესის არდარღვევა შეუძლებელია.მაგალითად, სერხიო უფრო აგრესიულად მოქმედებს.არც კი მახსოვს, ბოლოს როდის მივიღე წითელი ბარათი“

„მოხარული ვარ, რომ დიეგო კოშტამ ესპანეთის ნაკრები აირჩია.ის მებრძოლი ფეხბურთელია და ყოველთვის ბოლომდე იხარჯება თავისი გუნდისთვის.ჩვენი დუელი რჩება მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ არ გადის.“

„ბრაზილია ბავშვობაში დავტოვა და შეიძლება ითქვას, პორტუგალიამ მომცა ყველაფერი.„პორტუში“ თამაშის დროს მივხვდი, რომ ადგილობრივებისთვის მადლობის გადახდის საუკეთესო საშუალება, პორტუგალიის ნაკრებში თამაში იქნებოდა.სამხრეთ ამერიკელები ცდილობდნენ ჩემს დაყოლიებას, თუმცა ამაოდ.“

„როდესაც მადრიდში გადმოვედი, მყისვე შევხვდი ფერნანდო იეროს, რომელიც ჩემი კუმირია.ლეგენდარულმა მცველმა მითხრა, რომ სიმშვიდე შემენარჩუნებინა და ყურადღება არ მიმექცია ხმებზე, რომელიც ჩემს ტრანსფერში გადახდილ თანხას შეეხებოდა.თავდაპირველად, მეშინოდა, თუმცა თანაგუნდელებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ადაპტაცია მალევე გამევლო.ჩემი აზრით, ფეხბურთელი მაქსიმალურად უნდა აანალიზებდეს, თუ რას ნიშნავს ისეთ კლუბში თამაში, როგორიც რეალია.“

„მეგობრებისა და გარშემო პირების დამსახურებით, ყველაფერი კარგად მიდის.კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესი მომენტი მიდგას და ვცდილობ, გამოვიყენო.შარშან, მოვლენები დადგეგმილი სცენარით არ წარიმართა, ხოლო წლეულს კი, ყველაზე მეტი სათამაშო დრო მაქვს შემადგენლობაში.“

„ცხადია, მე დავიცავი იკერი არა იმიტომ რომ ის იკერ კასილიასია, არამედ ის ჩემი მეგობარი და ფეხბურთელია, რომელმაც ძალიან ბევრი გაიღო, როგორც კლუბისთვის, ასევე ნაკრებისთვის.“

„ბუნებრივი პროცესია, როდესაც სხვა კლუბი ინტერესდება ჩემით, მაგრამ სიმართლე გითხრათ, არსად წასვლას ვაპირებ.მადრიდთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და მზად ვარ, მის ამოწურვამდე „თეთრების“ რიგებში ვიყო.“

„ანჩელოტიმ სიმშვიდე მოგვიტანა.ის ყოფილი ფეხბურთელია და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.ვფიქრობ, კარლიტო უაღესად სასარგებლოა გუნდისთვის.მას ჩინებულად ესმის ფეხბურთი და თავის შეგირდებთან ურთიერთობა.“

„გული დამწყდა, რომ შარშანდელი „კოპას“ ფინალი გამოვტოვე, თუმცა ამაზე გაჩერება არ ღირს, წინ უნდა ვიყუროთ.“

„ალბათ, მოურინიო ერთადერთი პიროვნებაა, რომელიც გაღვიძების შემდეგ სარკეში არ იყურება.რასაკვირველია, მის კრიტიკას არ ვაპირებთ, რამეთუ მთელი მსოფლიო ზრუნავს თავის გარეგნობაზე და ეს ნორმალურ პროცესად მიმაჩნია, მითუმეტეს, როდესაც „რეალში“ თამაშობ და როდესაც ათობით კამერა შენსკენაა მომართული.“

„რთული მომენტია დედისთვის, როდესაც მის შვილს მკვლელად რაცხავენ.რა თქმა უნდა, არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია.უბრალოდ, ადამიანები არ მიცნობენ კარგად.“

„კოენტრაუ მოკრძალებული ადამიანია.მან საკმაოდ მძიმე პირობებში გაატარა ადრეული წლები და ვფიქრობ, ამიტომაც გაუჭირდა კლუბთან ადაპტაციის გავლა.ვიმედოვნებ, კოეს გაუამრთლებს და წარმატებული მადრიდული კარიერა ექნება.“

„მადრიდი დიადი გუნდია, რომელიც ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს.ამასთანავე, პრესა არავის აძლევს დიდ დროს.“

„ილიარას დიდებული მომავალი ექნება.ის ხარისხიანი მოთამაშეა, რომელიც შეცდომებზე სწავლობს თამაშაც და ცხოვრებასაც.ალბათ, ეგონა, რომ კარნავალი ფოტო არ გავრცელდებოდა, მაგრამ როგორ ჩანს, შეცდა (იცინის).“

„ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ კრიშტიანუ კადნიერი და გულცივია, რაშიც ვერ დავეთანხმები, რამეთუ რონალდუ ნამდვილად კარგი მეგობარი და ნორმალური ადამიანია.ის მძიმე შრომის შედეგად იღებს შედეგს და დღესდღეობით, ყველაზე რულყოფილი ფეხბურთელია მსოფლიოში.“

„კრიშტიანუ ბევრს ესაუბრება ხესეს და ეს უკანასკნელიც ხშირად აწუხებს კითხვებით.რონალდუ ფიქრობს, რომ ახალგაზრდა მოთამაშე მისი სარკეა და მასწავლებლის როლში გამოდის.“

„ბაიერნი“ ძლიერი გუნდია.ისინი ყველა რგოლში მოწოდების სიმაღლეზე ასპარეზობენ, მაგრამ ჩვენ არაფრის გვეშიანია.პატივს ვცემთ ყველა მეტოქეს, თუმცა ფარ-ხმლის დაყრას არავისთან ვაპირებთ, რამეთუ დიდი შესაძლებლობების მატარებელი შემადგენლობა გვყავს.“

„ვერ გეტყვით რა სჭირს მესის, მაგრამ ფაქტია, რომ გასულ წლებთან შედარებით, მოიკოჭლებს.“

„მოხარული ვარ, რომ ორი საუკეთესო კიპერი გვყავს.იმედია, შემდეგ სეზონშიც ასე იქნება.კასილიასის სურვილია, კარიერის მადრიდში დასრულება.“

„გუნდში ნიჭიერი ახალგაზრდების თაობა გვყავს.აღვნიშნავდი ისკოს, რომელიც ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს.წლების მატებასთან ერთად, ის გაცილებით მეტს გააკეთებს.ვიმედოვნებ, მის და რონალდუს ტანდემს მოვესწრები.“

„ბრაზილიაში ჩემი სახელის წარმოთქმა ენობრივ სირთულესთან იყო დაკავშირებული, ამიტომაც, მამა მითხრა, რომ პეპე ვიქნებოდი.“

„მოედანზე გამოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ღმერთს მადლობას ვუხდი ყველაფრისათვის.ასევე, თამაშის ბოლოს, ერთ ქომაგს მაისურით ვასაჩუქრებ.“

„როდესაც მადრიდში პირველად ჩამოვფრინდი, ჟურნალისტმა მკითხა, მედო თუ არა ჩემოდანში 30 მილიონი.სიმართლე გითხრათ, ეს მომენტი არასოდეს დამავიწყდება.“

AS
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)