ანჩელოტი სამი პოზიციის გაძლიერებას გეგმავს

კატალონიური პრესის ცნობით, „რეალის“ მთავარი მწვრთნელი 3 პოზიციის გაძლიერებაზე ფიქრობს.


დიდი ალბათობით, სეზონის დასრულებისთანავე, გუდა-ნაბდს აიკრავს ფაბიუ კოენტრაუ, რომლის ნაცვლადაც „სევილიას“ ახალგაზრდა მცველის, ალბერტო მორენოს მოყვანა იგეგმება.ეს უკანასკნელი საკმაოდ ნაყოფიერად ასპარეზობს, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე.

თუ ახალგაზრდა გარემარბის დაყოლიება ვერ მოხერხდა, მადრიდელების მის თანატოლ, ხუან ბერნატზე დაიწყებენ ფიქრს, რომელიც „ვალენსიაში“ ბურთაობს.აღშანიშნავია, რომ მისი ბუნებრივი პოზიცია ცენტრალური ნახევარმცველობაა, თუმცა წლეულს, დიდებულად წარმოაჩინა თავი მარცხენა ფრთაზე.ჩამოთვლილი მოთამაშეების საბაზრო ღირებულება 20-დან 30 მლნ, ევრომდე მერყეობს.

მიუხედავად ნახევარდაცვის შუა ნაწილის დამაკმაყოფილებელი მოქმედებებისა, „თეთრებს“ განზრახული აქვთ, ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის, პოლ პოგბას მოყვანა.მეტიც, ზიდანისა და პერესის პირადი სურვილით, ფრანგი, ესპანური გრანდის, ნომერ პირველი ამოცანა იქნება მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე.

ამასთანავე, კარლიტოს დაგეგმილი აქვს მეორეხარისხოვანი თავდამსხმელის მოყვანა.მოგეხსენებათ, კარიმმა შესანიშნავი ფორმა აკრიფა, თუმცა გამოუვალი სიტუაციის დროს, შემადგენლობაში მისი შემცვლელი არ მოიძებნება.ამის გათვალისწინებით, კარლიტოს „ბაიერნის“ მოქმედი მეგოლის, მარიო მანჯუკიჩის გადაბირება სურს, რომელიც უკვე შეჩვეულია სათადარიგოზე ჯდომას.

DefensaCentral dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (30)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)