„მოსაზრებები რონალდუსა და მესიზე“

გაზეთ AS-ის მთავარმა რედაქტორმა ალფრედო რელანომ, რონალდუსა და მესის ირგვლივ არსებული სიტუაცია მიმოიხილა.


„არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ჩემი ნაცნობი და კრიშტიანუს საკმაოდ ახლობელი პიროვნება, მეუბნებოდა, რომ რონალდუ მესიზე მნიშვნელოვნად ძლიერი იყო და ამას იმით ხსნიდა, რომ არგენტინელზე, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარდაცვა მუშაობდა, რომელთაც მუნდიალი მოიგეს, ხოლო პორტუგალიელი ამგვარი ფუფუნებით არ იყო განებივრებული, თუმცა მიუხედავად ამისა, სეზონის განმავლობაში მაინც ახერხებდა 50 გოლის გატანას.მისი აზრით, „ელ ფერარი“ კატალონიაში რომ გამოდიოდეს, 100 ბურთის შეგდებასაც მოახერხებდა წლის განმავლობაში, რასაც კატეგორიულად არ დავეთანხმე, რამეთუ მისი სათამაშო სტილი არნაიირად ჯდება ბარსელონელების გემოვნებაში.რა თქმა უნდა, ბევრი ვიკამათეთ, თუმცა მოსაზრებები მაინც არ შეგვიცვლია.

ახლა კი, მიმაჩნია, რომ ზ/ხსენებული პიროვნების ნათქვამი უნდა ვაღიარო.არვიცი, რამდენს გაიტანდა რონალდუ „კულეთა“ რიგებში რომ ასპარეზობდეს, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე, „ბარსას“ დაღმასვლა მესისაც დაეტყო, რომელიც დროდადრო ავლენს ფენომენალურ ოსტატობას, თუმცა მისი ეფექტურობის კოეფიციენტი საგრძნობლად დაეცა.აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში, კლუბის საუკეთესო ბომბარდირის წოდებას, სანჩესი ითავსებს, ხოლო სამხრეთ ამერიკელი, მხოლოდ 2 გოლით აღემატება პედროს.ამას ემატება ისიც, რომ ეროვნული ნაკრების რიგებში, მესის არასოდეს უჩვენებია ისეთი ფეერიული თამაში, რომელიც ბარსელონელებში აღტაცებას გამოიწვევდა.

რონალდუს შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარადაა.გარკვეულ სეზონებში, „რეალის“ პრობლემა გუნდური თამაშის ორგანიზებასთან დაკავშირებით, კრიშტიანუს გოლაობას საფრთხეს არ უქმნიდა.დღესდღეობით, მის გარდა კიდევ ორი გამტანი ჰყავს „ბლანკოსს,“ ბენზემასა და ბეილის სახით, თუმცა რა თქმა უნდა, მთავარი მოქმედი პირი მაინც პორტუგალიელია, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, დიდებული ბურთაობის წყალობით, თანამემამულეები მუნდიალზე გაიყვანა.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)