ბუტრაგენიო : "ლიდერობა კარგია, მაგრამ წინ ურთულესი მატჩები გვაქვს"

ემელიო ბუტრაგენიომ ჟურნალისტებთან სამეფო კლუბში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შეგირდებს მაქსიმალური ყურადღება მართებს, ვინაიდან წინ ურთულესი შეხვედრებია გასამართი...


ლა ლიგა

"ვგონებ, უმნიშვნელოვანესი უპირატესობა გვაქვს, თუმცა წინ ურთულესი დაპირისპირებებია გასამართი. ბარსელონასთან მატჩი, რომელიც სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება ძალიან ბერ რამეს მოჰფენს ნათელს, თუმცა კატალონიელების შემდეგ არაერთი ურთულესი პაექრობის გამართვა მოგვიწევს, რაც სეზონის ბოლოს დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული, რადგან ფეხბურთელები გადაღლილები იქნებიან, აქედან გამომდინარე გუნდმა ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს ფიზიკური კონდიციის გაუმჯობესებაზე."

"აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პრიმერას დასკვნით ბაზაში ბიჭებს კვირაში ერთხელ თამაში არ მოუწევთ, რადგან ჩვენ სამ ფრონტზე ვიბრძვით და ტრიპლეტის გამოცხობა გვაქვს მიზნად დასახული, ანჩელოტი ყველაფერს აკეთებს წარმატების მისაღწევად."

კოპა

"ფინალში ძალიან დამაჯერებლად გავედით, თავიდან დაბრკოლებების გადალახვა მეტისმეტად იოლი გახლდათ, მაგრამ შემდეგ უკვე სიტუაცია გართულდა, 1/2 ფინალში კი მეტოქე მადრიდის ატლეტიკო იყო, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ყოველთვის გაათმაგებული ძალებით ასპარეზობს, თუმცა "მერენგებმა" ყველაფერი ზუსტად გააკეთეს და მეტოქე ნაცარტუტად აქციეს."

"ბარსელონასთან დაპირისპირება რაღათქმაუნდა ძალიან დაძაბული გამოდგება, რადგან ეს ელ კლასიკოა, სადაც ფავორიტი არ არსებობს, სადაც დაძაბულობა მუდმივად პიკს აღწევს, სადაც უშეღავათო ბრძოლა მიმდინარეობს, როგორც ტაქტიკური, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრით."

ჩემპიონთა ლიგა

"კარლოს შეგირდებმა შალკე მათსავე მოედანზე დაამარცხეს, თანაც ისეთი ანგარიშით, რომ მათ თავისუფლად შეუძლიათ 1/4 ფინალზე ფიქრი, მაგრამ მეტოქის უპატივცემულობამ შესაძლოა ფატალური შედეგი დააყენოს, აქედან გამომდინარე ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე მადრიდული გიგანტი სრული პასუხისმგებლობით ითამაშებს, ჩვენ გერმანელთა დამარცხებას ბერნაბეუზეც ვაპირებთ."

"1/4 ფინალში გასვლის შემთხვევაში ურთულეს მეტოქეს ველით, რადგან ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 8 გუნდში შემთხვევით მოხვედრა ძალიან რთულია, აქედან გამომდინარე აპრილის თვიდან გუნდს ერთი დიდი ამოსუნთქვა მოუწევს, რომელიც სეზონის ბოლომდე უნდა ეყოს." dle 10.1

  • Hala
  • 10 მარტი 2014
  • 1727
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)