ჰუნტელაარი : "ბერნაბეუზე იგივეს გამეორებას ვგეგმავ"

კლაას იან ჰუნტელაარმა გერმანელ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა , სადაც განაცხადა რომ ბერნაბეუზე დაბრუნდებით მოხარული იქნება, რადგან იქ არაერთი სასიამოვნო წუთი აქვს გატარებული...


"ძალიან კარგად მახსოვს ის დრო, როდესაც მადრიდის რეალში მივედი სათამაშოდ, მაშინ დედაქალაქელებმა სრული ნდობა გამომიცხადეს, თუმცა სიტუაცია მალევე შეიცვალა და ფეხის მოკიდება ვერ მოვახერხე."

"ჩემპიონატში ურიგოდ არ გამოვიყურებოდი, თუმცა გარკვეულ მიზეზთა გამო დარჩენაზე უარი განვაცხადე, რადგან თვითონვე მივხვდი, რომ სასტარტოში ადგილის დამკვიდრებას ვერ მოვახერხებდი, უთამაშებლობა კი დიდ პრობლემებს შემიქმნიდა როგორც კარიერული თვალსაზრისით, ასევე სანაკრებო დონეზე, სადაც მთავარი მწვრთნელი დიდ ნდობას მიცხადებდა."

"ამ ეტაპზე ძალიან ბედნიერი გახლავართ, რადგან შალკეში ყველაფერი კარგად მაქვს და სიტუაციას ისეთი პირი უჩანს, რომ გაცილებით დიდი წარმატებები გველის, გერმანული გუნდის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს აღმშენებლობისთვის. რამდენიმე წლის წინ ეს გუნდი ბუნდესლიგის მოგებისთვის იბრძოდა და მიუნხენის ბაიერნის მთავარ კონკურენტად ითვლებოდა, შემდეგ კი სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, ახლა კვლავ განვითარების გზას ვადგავართ."

"მიხარია, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე დაბრუნება მომიწევს, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ისეთივე ლამაზი გოლის გატანა მოვახერხო, როგორიც გერზენკინხენში გავიტანე და გულშემატკივარს მიყენებული ტკივილი ოდნავ მაინც შევუმსუბუქე."

"იმის ილუზია არ გვაქვს, რომ კარლო ანჩელოტის გუნდს მათსავე მოედანზე 0-6 დავამარცხებთ და მომდევნო ეტაპზე გავალთ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ღირსეულად დავემშვიდობოთ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს და შიდა ჩემპიონატზე ვიფიქროთ, სადაც მნიშვნელოვანი პაექრობები გვაქვს ჩასატარებელი." dle 10.1

  • Hala
  • 10 მარტი 2014
  • 2061
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)