კრიშტიანუ „პიჩიჩისთვის“ იბრძვის

პორტუგალიელმა გოლეადორმა თავისი საყვარელი მოწინააღმდეგის კარი კიდევ ერთხელ აიღო.აღსანიშნავია, რომ მას დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში იღბალმა ზურგი აქცია.


„ლევანტეს“ კარში გატანილი გოლი, კრიშტიანუსთვის 24-ე გამოდგა პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში.ის 3 ბურთით უსწრებს თანაქალაქელ კოშტას და „პიჩიჩის“ წოდების მოპოვების მთავარი კანდიდატია.

ცხადია, „ელ ფერარი“ მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეობით არ დაკმაყოფილდება და „ოქროს ბუცისთვისაც“ დიდ ბრძოლას გააჩაღებს.ამ მომენტისათვის, მას და სუარესs ერთნაირი რაოდენობის ქულები უგროვდებათ 48-48 (ანუ 24-24 გოლი).აქ, მადრიდელს მცირე უპირატესობა აქვს, რამეთუ „რეალს“ 11 მატჩი დარჩა ჩასატარებელი, ხოლო „ლივერპულს“ 10.

რა თქმა უნდა, არ ღირს იბრაჰიმოვიჩის ჩამოწერაც, რომელიც ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობის კომპონენტში უწევს კონკურენციას „ბლანკოსის“ „შვიდიანს.“ჩემპიონატების დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე, ზლატანის აქტივში 43 ბურთია (23 ლიგა ერთში, 10 ჩემპიონთა ლიგაზე, 3 საფრანგეთის თასზე და 2 ლიგის თასზე), ხოლო რონალდუ 45-ს მოითვლის (24 პრიმერაში, 11 ჩემპიონთა ლიგაზე და 3 „კოპა დელ რეიზე“).

სასიამოვნოა, რომ რონალდუ, ბეილთან და ბენზემასთან ერთად, ევროპის საუკეთესო მეგოლეთა ტრიოს ქმნის.ე.წ. BBC-ს ანგარიშზე, 73 ბურთი ირიცხება.

ასევე, ორი საინტერესო ფაქტი: წლეულს, კრიშტიანუს მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე „ბეტისს,“ „ხეტაფეს,“ „ოსასუნას,“ „ელჩეს,“ „გრანადასა“ და „მალაგას“ და „რეალის“ 115 გოლიდან (მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე), 33.04 პროცენტი პორტუგალიელის სახელზეა.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)