ანჩელოტი: „ისკო ახლოს არის თამაშთან“

სამეფო კლუბის დამრიგებელმა, მატჩისწინა ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


ატმოსფერო გასახდელში: „შემადგენლობაში საკმაოდ მშვიდი გარემოა.ფეხბურთელებმა იციან, რომ ყველა დარჩენილი თამაში მნიშვნელოვანია გუნდისათვის.აქამდე, მათი გარჯა მოსაწონია და საჭიროა საქმის ბოლომდე მიყვანა.ისინი შესაბამისად მოტივირებულნი არიან.“

არბელოა: „ალვაროს გარკვეულ პრობლემები შეექმნა მუხლზე და მისი დასვენება ვარჩიეთ.დავაკვირდებით და ვნახავთ, დადებითად იმოქმედებს თუ არა უქმობა.ის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა შემადგენლობისათვის.არა მხოლოდ დაცვითი თამაშის თვალსაზრისით, არამედ პიროვნულადაც.ვიმედოვნებ, შემდეგ შეხვედრებში დაგვიბრუნდება.“

პეპე და ვარანი: „პორტუგალიელს კუჭთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები და მხოლოდ დღეს განაახლა მსუბუქად ვარჯიში.გადაწყვეტილებას ხვალ მივიღებ.“

ალონსოს 28 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია: „ჩაბის დაბრუნება ნიშანდობლივი იყო.მისი წყალობით, ბევრ კომპონენტში გაუმჯობესდა გუნდი.ჩვენ კარგად ვთამაშობთ.“

ილიარა კარნავალზე: „მან ბოდიში მოიხადა და ამით ყველაფერი დასრულდა.“

ბენზემა: „კარიმი კომფორტულად გრძნობს თავს მოედანზე.ის მაქსიმალურად კონცენტრირებულია, რაც შედეგებიდანაც ჩანს.“

ისკო: „ჩვენ დაახლოებით 1 თვის წინ ვისაუბრეთ.ამ პერიოდის განმავლობაში, ფეხბურთელს საკუთარ პოზიციაზე თამაშის საშუალება არ მისცემია.ვფიქრობ, ის ახლოს არის სასტარტო შემადგენლობასთან.მან კარგად ითამაშა, როგორც „შალკესთან,“ ასევე „ატლეტიკოსთან.“გეტყვით, რომ ანალოგიური სიტუაცია მქონდა ზეედორფთან, რომელიც ცენტრალურ შემტევ ნახევარცმეველად განვამწესე.აღნიშნულ პოზიციაზე ალარკონსაც შეუძლია ასპარეზობა.“

გუნდის ვახშამი: „ბიჭებმა რესტორანში დამპატიჟეს, რაც კარგი მოვლენაა, რამეთუ ყოველთვის მე ვერ ვიქნები ორგანიზატორი.ვახშამის საფასური ზიდანმა გადაიხადა, რითვისაც ფეხბურთელებმა მადლობა გადაუხადეს.საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაციის მოხდენა „ღამურებთან“ პაექრობაზე.“

მეტოქე: „„ლევანტეს“ სწორ გზაზე დგას და ამ მომენტისათვის, კარგად ფორმაშიც იმყოფება.საკმაოდ რთულია მათი დაცვითი სისტემის გარღვევა.“

სანაკრებო პაუზა: „საბედნიეროდ, ყველა მოთამაშე ჯანმრთელი დაბრუნდა.“
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)