ზიდანი: „ტრიპლეტი რეალურია“

„რეალის“ მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ზინედინ ზიდანმა, El Confidencial-თან განიხილა საინტერესო საკითხები.


- მადრიდში ბევრს საუბრობენ „ტრიპლეტზე.“როგორ ფიქრობთ, ეს დამატებითი ზეწოლაა ფეხბურთელებზე?
- რა თქმა უნდა, არა.ყოველთვის ნორმალური ასეთი საუბრები, რამეთუ როდესაც სამეფო კლუბში გადმოდიხარ, უკვე იცი მიზნების შესახებ.აქ, ყოველთვის მაქსიმალური მოთხოვნაა.რაც შეეხება არსებულ სიტუაციას, გუნდი შესანიშნავ კონდიციებშია.ჩვენ პირველები ვართ პრიმერაში, „კოპას“ ფინალშის თამაშის უფლება მოვიპოვეთ და ჩემპიონთა ლიგაზე 1/4 ფინალის საგზური დავიბევეთ.აქედან გამომდინარე, ტრიპლეტზე საუბარი რეალურია.მნიშვნელოვანია, ტემპის შენარჩუნება და მუშაობის გაგრძელება, რათა სეზონის ბოლო წარმატებული გამოდგეს.

- უკვე 8 თვეა მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ხართ.როგორ გრძნობთ თავს სათადარიგო სკამზე?
- საკმაოდ კომფორტულად.ვცდილობ, რაც შეიძლება დიდი ცოდნა და გამოცდილება მივიღო მსოფლიოს საუკეთესი დამრიგებლისგან.ერთ დროს, ანჩე ჩემი მწვრთნელი იყო, მაგრამ ახლა მისი მოსწავლე ვარ, ხოლო მომავალაში, კოლეგა გავხდები.

- სათადარიგო სკამზე ყოფნა სიამოვნებას განიჭებთ?
- დიახ.როდესაც საფეხბურთო კარიერა დავასრულე, სხვადასხვა საქმით დავკავდი, თუმცა მივხდი, რომ ჩემი ადგილი ფეხბურთშია და დავბრუნდი კიდეც.ვფიქრობ, ცხოვრებაში ის უნდა აკეთონ ადამიანებმა, რაც ყველაზე მეტად გამოსდით და ჩემთვის ამგვარი ფეხბურთია.

- ბენზემას „დაბრუნებისთვის“ მედალი გეკუთვნით...
- კარიმი მთლიანად თამაშზეა კონცენტრირებული, რაც ძალიან კარგია.ის ცოტას საუბრობს და ცდილობს ბევრი გააკეთოს.მასში დიდი ნიჭია.სასტიკად არ მოსწონს, როდესაც რაღაც არ გამოსდის.

- ამბობენ, ზიდანი დაეხმარება ბენზემას ახალი კონტრაქტის დადებაშიო...
- ვფიქრობ, რომ კარიმი აუცილებლად გაახანგრძლივებს, რამეთუ ფეხბურთელი „რეალის“ ინტერესებშია.ის საკმაოდ სასარგებლოა გუნდისთვის და ვერანაირ პრობლემას ვხედავ.ერთი სიტყვით, ველოდები.

- რა დამსახურებისათვის მიიღო რონალდუმ „ოქროს ბურთი?“
- კრიშტიანუს დამსახურება ნამდვილად დიდია.მას ყოველდღიურად ვხედავ და მინდა გითხრათ, ნამდვილად სამაგალითო პიროვნებაა.ვარჯიშებზე 1 საათით ადრე მოდის, ხოლო დასრულების შემდეგ, 2 საათით კიდევ რჩება ბაზაზე.მის სამუშაოს საზღვრები არ აქვს, ყოველთვის მეტიდამეტი უნდა.

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)