მადრიდისტები ნაკრებშიც გოლაობენ

შუა კვირაში გამართული საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრები, წარმატებული გამოდგა მადრიდისტებისათვის.


დავიწყოთ იქედან, რომ ესპანეთის ახალგაზრდულმა გუნდმა, რომლის რიგებშიც „რეალის“ 6-მა ფეხბურთელმა ითამაშა, 2-0 დაამარცხა გერმანელი თანატოლები.თამაშის მეორე ნახევარში, მორატამ და ისკომ შეძლეს თავის გამოჩენა.აღსანიშნავია, რომ ალვაროს მეტი გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა იღბალმა ზურგი აქცია, ხოლო რაც შეეხება ალარკონს, ის „ფურია როხას“ მეორე ნაკრების ნამდვილი ლიდერია.სასტარტო შემადგენლობაში, პაჩეკომ (შესვენებაზე შეცვალეს), კარვახალმა, ხესემ (შესვენებაზე შეცვალეს), მორატამ და ისკომ დაიწყეს თამაში.შესვენების შემდეგ, მწვანე მინდორზე კასტილიელი ცენტრალური მცველი, დერიკიც გამოჩნდა.

ათამაშებულმა გარეთ ბეილმა, დიდებული მატჩი გამოაცხო კარდიფში, სადაც უელსელებმა ისლანდიელებს უმასპინძლეს და 3-1 ძლიეს.„ბლანკოსის“ „თერთმეტიანი,“ მუდამ თამაშის გამწვავებას ცდილობდა და რამდენიმე ეპიზოდში, ლამაზი თამაშითაც დაამახსოვრა ქომაგებს თავი.90 წუთის განმავლობაში, ბეილმა ჯერ 2 ასისტით მოამარაგა თანაგუნდელები, ხოლო შემდეგ თვითონაც გაიტანა.

არგენტინის ნაკრები სასპარინგოდ ევროპაში ჩამოვიდა.მესი და კომპანია, ბუქარესტში, რუმინელებს შეერკინენ, თუმცა პაექრობა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა.რაც შეეხება დი მარიას, ეს უკანასკნელი მატჩის მიწურულს შეცვალეს.

ბრაზილიელბმა არაფრად ჩააგდეს მასპინძელი სამხრეთ აფრიკელები და გამანადგურებელი ანგარიში დადეს ტაბლოზე (0-5).ნეიმარის ჰეთ-თრიქის პარალელურად, ოსკარმა და ჰალკმაც გაიტანეს, ხოლო მარსელო პირველი წუთებიდან საქმეში იყო.სკოლარიმ მხოლოდ 58-ე წუთზე გაიყვანა მოედნიდან მადრიდელი განაპირა მცველი.

დღის ერთ-ერთ ცენტრალურ ორთაბრძოლას, „სტად დე ფრანსის“ მაყურებლებმა მიადევნეს თვალი, სადაც „მამლებმა“ ვან გაალის ჰოლანდია მიიღეს.თამაში ფრანგების უპირატესობით წარიმართა.პირველი ტაიმის ბოლოსკენ, ჯერ ბენზემამ გაიტანა შესანიშნავი გოლი, ხოლო შემდეგ მატუიდიმ.მეორე ნახევარში, ნიდერლანდებმა ვერაფერ გააწყვეს დეშამის ბიჭებთან და ანგარიშიც არ შეცვლილა.რაფაელ ვარანმა სრულად იასპარეზა.

პორტუგალიის ეროვნულმა გუნდმა, საშინაო კედლებში 5-1 დაამარცხა კამერუნი.შეხვედრაში ანგარიში რონალდუმ გახსნა, თუმცა სტუმრებმა შესვენებამდე მოახერხეს გათანაბრება.რაც შეეხება მეორე ნახევარს, ბენტუს შეგირდები სერიოზულად მოეკიდნენ საქმეს და კიდევ 4 გოლი მიართვეს მეტოქეს.აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუს დუბლის პარალელურად, თავის გამოჩენა კოენტრაუმაც შეძლო.ცნობისათვის, პეპე სათადარიგოდან უცქერდა დაპირისპირებას.

და ბოლოს, ესპანელებმა „ვისენტე კალდერონზე,“ პედროს გოლით (1-0) დაამარცხეს იტალიელები.კასილიასი და რამოსი საწყისი წუთებიდან ჩაერთვნენ თამაშში, ხოლო ჩაბი შესვენების შემდეგ გამოვიდა სათამაშოთ.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)