ლორენტე: „არ შეიძლება მორატა ბედნიერი იყოს“

ლორენტე: „არ შეიძლება მორატა ბედნიერი იყოს“


იუვენტუსის თავდამსხმელმა ფერნანდო ლორენტემ, "რეალში" არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.


"მორატა? ის დიდებული ფეხბურთელია და დიდი მომავალიც აქვს. მე ამ სიტყვებს ჰაერზე არ ვამბობ. მან, ევროპის ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა და დიდებულად ითამაშა. არაა ადვილი ახალგაზრდას პირველ გუნდში გადასვლა და დაუყოვნებლივ უმაღლეს დონეზე თამაშის დაწყება, მითუმეტეს "მადრიდის რეალში", სადაც უდიდესი ზეწოლა და კონკურენციაა. მის მდგომარეობას, კიდევ უფრო ართულებს მცირე სათამაშო დრო. მას არ შეუძლია იყოს ბედნიერი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მაგრამ იგი არსებულ სიტუაციას კარგად აცნობიერებს და ხვდება, რომ არაა ადვილი ახალგაზრდა კანტერასთვის ძირითადში ფეხის მოკიდება, მითუმეტეს იმ კლუბის ფონზე, რომელიც ყოველთვის ვარსკვლავებს ყიდულობს. მორატას შეუძლია დაამტკიცოს, რომ იგი დიდებული ფეხბურთელია, მას ამისთვის ყველაფერი აქვს, სათამაშო დროის გარდა."

"პოგბა ფანტასტიკური ახალგაზრდაა. იგი დღითიდღე პროგრესირებს და შეუძლია ოქროს ბურთიც კი მოიგოს. მეც გავიგე ჭორები იმის შესახებ რომ ევროპული კლუბები("რეალი", "ჩელსი" და "პსჟ") ინტერესდებიან მისით. მან თავისი მომავალი თვითონვე უნდა გადაწყვიტოს."


წყარო: merengues.ru dle 10.1

  • nick2010
  • 23 თებერვალი 2014
  • 2415
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)