არბელოა : "თითოეულ მატჩს ოქროს ფასი აქვს"

ალვარო არბელოამ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა...


პრიმერა დივიზიონში სამხელისუფლებიანობაა...

დიახ, ძალიან რთული სიტუაციაა, ბარსელონას, ატლეტიკოსა და ჩვენ 60-60 ქულა გვაქვს, აქედან გამომდინარე თითოეულ მატჩს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, კარლო ანჩელოტი სრულად არის მობილიზებული და ლა ლიგას უდიდეს ყურადღებას აქცევს.

"ელჩესთან" შეხვედრაში კრიშტიანო რონალდუ კვლავ დაგაკლდებათ. როგორ ფიქრობთ, პორტუგალიელის დისკვალიფიკაცია მის ფორმასა და კონდიციაზე იმოქმედებს?

რონი მაღალი დონის პროფესიონალია, პორტუგალიელი უკვე 2-ჯერ დაგვაკლდა, მაგრამ სასურველ შედეგს მივაღწიეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ "ბლანკოსი" მის გარეშე და მასთან ერთად განსხვავებული გუნდი გახლავთ. არამგონია გამოტოვებულმა მატჩებმა მას რამე დაღი დაასვას, რადგან ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება, ამასთანავე იგი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში შალკესთან.

თქვენსა და კარვახალს შორის დიდი კონკურენციაა, როგორც ფიქრობთ, დასკვნით დაძაბულ შეხვედრებში კარლო განაგრძობს როტაციას?

ვერ გეტყვით, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია, ამ ეტაპზე ორივე კარგ კონდიციაში ვიმყოფები, თუმცა დანიელი ჩემზე ბევრად ახალგაზრდაა და გაცილებით მეტი ენერგია აქვს, აქედან გამომდინარე ბევრი შეუძლია, თუმცა თავს დაღლილად არ ვგრძნობ და ნებისმიერ მატჩის ჩატარება შემიძლია 90 წუთის მანძილზე.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში არც ისე რთული მეტოქე შეგხვდათ თქვენს უშუალო კონკურენტებთან შედარებით, როგორ აფასებთ შალკეს ძალებს?

ვერ გეტყვით, რომ იოლი გასეირნება გვექნება, თუმცა განსაკუთრებით ბაიერნსა და ბარსელონას ურთულესი მეტოქეები დაუპირისპირდნენ მანჩესტერ სიტისა და ლონდონის არსენალის სახით. მიუხედავად პირველ პაექრობაში დაფიქსირებული შედეგებისა ვთვლი, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი."

ხესე როდრიგესმა მთელი ესპანეთი გააოცა...

ძალიან კარგია, როდესაც კანტერანო მსგავსი სახის წარმატებას აღწევს, ჩვენ მას მხარში ვუდგავართ და გვჯერა, რომ დიდ შედეგებს დადებს, ეს მხოლოდ დასაწყისია, დარწმუნებული ვარ გავა წლები და ხესე ოქროს ბურთის მფლობელი გახდება. dle 10.1

  • Hala
  • 21 თებერვალი 2014
  • 1511
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)