100 მილიონიანი ფეხბურთელი?

ესპანურმა გამოცემა მარკამ, საკმაოდ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა ლუის სუარესთან და მის ღირებულებასთან დაკავშირებით...


ურუგვაელი შემტევი პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახლავთ, ამასთანავე იგი ხშირად ხდება ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, რაც თავისთავად დადებითად მოქმედებს მის სატრანსფერო ღირებულებაზე. მერსისაიდელთა შემტევმა მართლაც არნახული პროგრესი განიცადა და ყველას დაუმტკიცა, რომ უმაღლესი დონის წინახაზელი გახლავთ.

ფლორენტინო პერესს ლივერპულელთა შემტევი უკვე დიდი ხანია აინტერესებს, თუმცა ტრანსფერის გაჩარხვა ვერა და ვერ მოხერხდა, რადგან "წითლები" მეტისმეტად დიდ თანხას ითხოვენ, პრეზიდენტს კი 50 მილიონზე მეტის გადახდა არ სურს.

ღირს სუარესი 100 მილიონი ევრო? შესაძლოა დღევანდელ ფეხბურთში ფული მეტისმეტად გაუფასურდა, თუმცა ხსენებული თანხა სავარაუდოდ მეტისმეტად "გაბერილი" გახლავთ.

ფიფამ სულ ცოტა ხნის წინ ფინანსური fair-play შემოიტანა, რომელსაც განსხვავებული რეგულაციები აქვს, რამაც სავარაუდოდ მაღალი დონის და დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე კლუბებს სატრანსფერო პოლიტიკის განახლება შეიძლება აიძულოს.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე ლუისის ტრანსფერი კიდევ უფრო რთულდება, თანაც ცნობილი გახდა, რომ ახალი კონტრაქტის მიხედვით, თუკი მერსისაიდელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებენ, შემტევის ხელფასი 200 000 ფუნტ-სტერლინგამდე გაიზრდება. dle 10.1

  • Hala
  • 21 თებერვალი 2014
  • 2757
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)