"ხეტაფე" - "რეალი" [პრევიუ]

გთავაზობთ დღევანდელი მატჩის პრევიუს...


"რეალი" მცირე მადრიდულ დერბს შესანიშნავ ხასიათზე ეგებება, რამეთუ "მერენგებმა" ბრწყინვალე ასპარეზობის შედეგად ორი მატჩის ჯამში 5-0 დაამარცხა თანაქალაქელი "ატლეტიკო" და სამეფო თასის ფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ანჩელოტის შეგირდებს 24 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულად გასვლით შეხვედრებს, "თეთრები" 13 მატჩია არ აგებენ. აგრეთვე, მადრიდის "რეალი" ერთადერთი გუნდია, რომელიც 2014 წლის პირველ საწყის 6 შეხვედრაში არ დამარცხებულა "ლა ლიგაში".

კარლო ანჩელოტიომ ამ შეხვედრისთვის 20 ფეხბურთელს უხმო. როგორც იცით, დღევანდელ შეხვედრაში გუნდს დისკვალიპიკაციის გამო ვერ დაეხმარება კრიშტიანო რონალდო. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნაცვლად მოედანზე გარეთ ბეილი გავა, რომელიც საუკეთესო მეპასეა მადრიდელთა რიგებში. ორიდოე სიტყვა ვთქვათ სერხიო რამოსზეც, რომელიც აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდება და რომელიც ნამდვილი კოშმარია "ალფონსო პერესის". ანდალუსიელ მცველს კარიერაში ორი გოლი აქვს გატანილი ზემოთ აღნიშნულ სტადიონზე. ორივე გოლი მატჩის ერთადერთი და შესაბამისად გამარჯვების მომტანი გამოდგა.

რაც შეეხება კლუბების სატურნირო მდგომარეობას, მასპინძლები ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან კარგი გამოსვლით. "ხეტაფეს" 25 ქულა აქვს და მეცამეტე პოზიციის ბინადარია. მადრიდის "რეალმა" კი 57 ქულას მოუყარა თავი და გამარჯვების შემთხვევაში კვლავინდებურად პირველ, მეორე და მესამე ადგილს გაიყოფს "ბარსელონასა" და "ატლეტიკოსთან".

"ხეტაფე" არც თუ ისე დიდი ხანია ესპანეთის რანგით პირველ ლიგაში გამოდის. ამ ხნის განმავლობაში სამეფო კლუბს ისინი 19-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან "მერენგებმა" 12-ჯერ იმარჯვეს, 2-ჯერ ფრე დასრულდა, ხოლო 5-ჯერ "ლურჯები" გამოვიდნენ გამარჯვებულები. რაც შეეხება ბურთების შეფარდებას, 38-20-ზე სამეფო კლუბის სასარგებლოდ.

ლუის გარსიას შეგირდებს მოპოვებული 25 ქულიდან 16 საშინაო არენაზე აქვთ მოპოვებული, თუმცა ახლა მათ ძალზედ ცუდი პერიოდი უდგათ, 8 მატჩია "ლა ლიგაში" არ მოუგიათ. უკანასკნელად "ხეტაფემ" 15 ნოემბერს იმარჯვა. "ლურჯებმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ხორხე სამირი დაიმატეს, თუმცა ნახევარმცველმა ჯერ სრულად ვერ გაიარა ადაპტაცია. გუნდის საუკეთესო მეგოლე პედრო ლეონი გახლავთ. მის ანგარიშზე "ლა ლიგაში" 6 გატანილი ბურთია. dle 10.1

  • wishmaster
  • 16 თებერვალი 2014
  • 1725
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)