ხესე : "მუშაობა უნდა განვაგრძო, დანარჩენს კი დრო მიჩვენებს

მოგეხსენებათ, ხესე როდრიგესის მუნდიალთან დაკავშირებით პრესაში არაერთი ჭორია გავრცელებული, რაც ფეხბურთელმაც ძალიან კარგად იცის, თუმცა მას ურჩევნია სიმშვიდე შეინარჩუნოს და დინებას მიყვეს, რადგან უმაღლეს დონეზე თამაში სულ ახლახან დაიწყო და აჟიოტაჟის ატეხვა დიდი სისულელე იქნება...


"უამრავი ფეხბურთელი არსებობს, რომელიც ეროვნულ ნაკრებზე აცხადებს პრეტენზიას და ჩემთან შედარებით დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ვისენტე დელ ბოსკე მათ ვერ იძახებს, რადგან უბრალოდ ადგილი არ აქვს. "ფურია როხას" რიგებში მხოლოდ რჩეულები არიან."

"თუკი ასე განვაგრძე და აღებულ ტემპს არ ვუღალატე ყველას დავუმტკიცებ, რომ ბევრი შემიძლია, თუმცა ამისთვის პირველ რიგში ფიზიკური სიძლიერე მჭირდება, რომ ტრავმა არ მივიღო და სეზონში მაქსიმალური რაოდენობის მატჩების ჩატარება მოვახერხო."

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბიულურბის შენარჩუნება და გამოცდილი ფეხბურთელების რჩევების გათვალისწინება, სხვა შემთხვევაში წარმატების მიღწევა რთული იქნება."

"აუცილებლად მოვა დრო, როდესაც გავიბრწყინებ და ეროვნული ნაკრების მაისურს მოვირგებ, არ ვიცი როდის იქნება ეს, შესაძლოა წელსაც, მაგრამ ეს მხოლოდ მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტი იქნება."

"საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და რათქმაუნდა ვგრძნობ, რომ ძალიან გავიზარდე როგორც ფეხბურთელი, მაგრამ სასწავლი ძალიან ბევრი მაქვს, ფეხბურთში მრავალი ასპექტია, რომელიც პროფესიონალმა უნდა დახვეწოს."

"ძალიან კარგია როდესაც მაღალი დონის თანაგუნდელები გყავს, რეალში ტიტულოვანი ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი, რაც კიდევ უფრო მაძლიერებს." dle 10.1

  • Hala
  • 15 თებერვალი 2014
  • 1505
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)