დე ლა რედი: „ხესე „ოქროს ბურთს“ მოიგებს“

„რეალის“ 16 წლამდელთა გუნდის დამრიგებელი რუბენ დე ლა რედი, ფიქრობს, რომ ხესეში დიდი პოტენციალია.


როგორც იცით, საფეხბურთო კარიერის დროს, რუბენი „ხეტაფეშიც“ თამაშობდა: „მომდევნო შეხვედრაში „ბლანკოსს“ აუცილებლად სჭირდება ქულები, რათა ჩემპონობისთვის მებრძოლთა რიგებს არ ჩამორჩეს.ჩემი აზრით, მიმდინარე პრიმერაში „რეალი“ ფავორიტია.“

"კარლო ანჩელოტის ფორმაციის მადრიდის რეალს ძალიან დიდი შანსები აქვს, იტალიელმა სპეციალისტმა მართლაც ბრწყინვალე გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, დედაქალაქურ კლუბს ყველა ტურნირის ფავორიტად მივიჩნევ, მთავარი კი მაინც ჩემპიონთა ლიგა გახლავთ, სადაც ბარსელონა და ბაიერნი გამოდიან. ვგონებ, ეს ორი გუნდი იტალიელის კოლექტივის მთავარი თავსატეხი იქნება."

"სამეფო თასის ფინალი ძალიან სანახაობრივი უნდა გამოდგეს, რადგან ჩვენ ერთმანეთის პირისპირ "მერენგებსა" და "კულეებს" ვნახავთ, არამგონია მომავალი დაპირისპირება წინას ჩამოუვარდეს, რომელმაც დაძაბულობის მხრივ პიკს მიაღწია."

„მადრიდელებს სამივე ტიტულისთვის შეუძლიათ ბრძოლა, მაგრამ გადამწყვეტად ვერაფერს ვიტყვი, რამეთუ ფეხბურთთან გვაქვს საქმე, რომელიც სავსეა მოულოდნელობებით.“

„ვფიქრობ, ადრე თუ გვიან, ხესე „ოქრო ბურთისთვის“ იბრძოლებს, რამეთუ უსაზღვრო შესაძლებლობების მატარებელია. მისი მონდომება უბრალოდ აღმაფრთოვანებელია, მსგავსი სტილის ფეხბურთელებს უდიდეს პატივს ვცემ, რადგან ყოველთვის მუხლჩაუხრელად შრომობენ და არც შედეგ იგვიანებს.რაც მთავარია, მწვრთნელი სწორად უდგება მას.“

„რა თქმა უნდა, ერთი სიამოვნებაა, როდესაც შემადგენლობაში ხესეც გყავს და ბეილიც.ჩვენ უნდა ვისიამოვნოთ მათი თამაშით“

„კარლო მეტად სასარგებლოა გუნდისთვის.“

AS dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)