პერესმა ულტრასებთან გამართული ბრძოლა წააგო

პერესმა ულტრასებთან გამართული ბრძოლა წააგო


ფლორენტინო პერესმა დასახული გეგმა, რომელიც აგრესიული ფანატიკური დაჯგუფების "ულტრასების" გაძევებას ისახავდა მიზნად "ბერნაბეუდან," ვერ შეასრულა!


როგორც მოგეხსენებათ, ხშირად იყო საუბარი იმის შესახებ, რომ ახალ 2014 წელს "სანტიაგო ბერნაბეუს" სამხრეთი ტრიბუნა, ახალგზარდა ულტრასებთან ერთად შეხვდებოდა და ვეტერანებს ჩაანაცვლებდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება, "ულტრასების" რადიკალური დაჯგუფების გამო გაკეთდა, რადგან ისინი საკმაოდ აგრესიულები და თავზეხელაღებულები იყვნენ, როგორც სტადიონზე, ასევე ქუჩაშიც, მოწინაარმდეგეების მიმართ. მათი წარსული კი არცისე სუფთა გახლდათ, სწორედ ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა რადიკალები არა მხოლოდ სამხრეთ ტრიბუნაზე, არმედ მთლიან სტადიონზეც აღარ დაეშვა.

რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას დიდი გამოხმაურებები მოჰყვა, როგორც დაჯგუფების წევრების, ისე მადრიდული ინჩადის მხრიდან. მადრიდისტების ნაწილი მიიჩნევდა, რომ კლუბმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო მათი დასჯის მხრივ, ხოლო ნაწილი თვლიდა, რომ ამდენწლიანი გულშემატკივრობისა და გვერდში დგომის შემდეგ, არ იყო მართებული მათი მოკვეთა "ბერნაბუდან".

როგორც უკვე გახდა ცნობილი, დაჯგუფების წევრებმა სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს, თუ მათ კუთვნილ ადგილებს არ დაუბრუნებს კლუბის ხელმძღვანელობა. ბოლო თამაშებში სამხრეთ ტრიბუნაზე "ულტრა სურის" რამოდენიმე წევრი შენიშნეს. ეს ცხადყოფს, რომ ფლორენტინო პერესი დათმობაზე მიდის და მკაცრი ზომებისგან თავს იკავებს. სავარაუდოდ, ულტრასების წევრების რაოდენობა მომდევნო თამაშებში კიდევ გაიზრდება და ის 400 ადგილი, რომელიც თავისუფალია სრულად შეივსება.

ჯერჯერობით ახალგაზრდებისა და ვეტერანების ერთობლივი კამპანია მშვიდად მიმდინარეობს. ვეტერანები პრიორიტეტებით სარგებლობენ. ისინი ირჩევენ სიმღერას, ხოლო ახალგაზრდები მათ მითითებებს ასულებენ. ბოლო 2 თამაშში რამდენიმე ცვლილება შეინიშნა მხარდამჭერების რიგებში, კერძოდ ისინი მატჩის მეშვიდე წუთამდე არაფერს მღერიან, ხოლო ზუსტად 7 წუთზე ყველასთვის ნაცნობი შეძახლილი ისმის "ბერნაბეუზე".

წყარო: Realmadrid.ru dle 10.1

  • nick2010
  • 14 თებერვალი 2014
  • 2138
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (97)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)