რატომ? რატომ? რატომ?

მიეცით კაპიტანსა გზა ფართო...


ვფიქრობ, ბედნიერია გუნდი, სადაც 2 მაღალი დონის მეკარე ასპარეზობს, თუმცა ფეხბურთში ყველა და ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იდგეს.მიმდინარე ფორმაციის სამეფო კლუბში, პროცესების წარმატებით განვითარების ფონზე, მაინც იბადება კითხვა - რატომ?

იკერის პრობლემა ჯერ კიდევ მოურინიოს ხანაში დაიწყო.ალბათ, გახსოვთ შარშანდელი სეზონი, როდესაც პრიმერა დივიზიონის მე-17 ტურში, „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში ადანი გამოჩნდა.იმ პერიოდში, „თეთრები“ უფერულად ასპარეზობდნენ და უკვე 16 სათამაშო დღის შემდეგ, 14 გოლი ჰქონდათ გაშვებული.შესაძლოა, „განსაკუთრებულმა“ კასილიასზე გადაწყვიტა ჯოხის გადატეხვა და ამიტომაც, სათადარიგოზე მიუჩინა ადგილი, თუმცა პორტუგალიელის ვერდიქტი, მხოლოდ მომავალ 2 დაპირისპირებაში იყო ძალაში, რამეთუ ანტონიომ მყისვე 6 გოლი მიიღო საკუთარ კარში.

ამ მოვლენებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, „ელ კაპიტანო“ სამეფო თასის 1/4 ფინალის განმეორებით დაპირისპირებაში დაიმტვრა.დღემდე მივიჩნევ, რომ ამაში გარკვეული წვლილი მოურინიოს მიუძღვის, რამეთუ ისეთ არაპრიორიტეტულ ტურნირზე, როგორიცაა „კოპა დელ რეი,“ არაფერი ესაქმება ძირითად მეკარეს.მითუმტეს მაშინ, როდესაც პირველ შეხვედრაში მეტოქე 2-0 გყავს დამარცხებული.თითქმის ყველა გრანდი, „კოპაზე“ დუბლიორ კიპერებს აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას, თუმცა ჟოზე ხომ „განსაკუთრებული“ მწვრთნელი იყო და იკერსაც არასასიამოვნო მოვლენა დაატყდა თავს.

ლაზარეთიდან დაბრუნებულ კარის დარაჯს, სასტარტოში ლოპესი დახვდა, რომელსაც დამრიგებლის ნდობა არც დაუკარგავს.

ჩვენდა სამწუხაროდ, წინამორბედის კურსი შეინარჩუნა ანჩელოტიმ და დიეგოს სეზონში გარანტირებული 38 თამაში აღუთქვა, ხოლო კასოს სათამაშო წუთები, გუნდის შემდეგ ეტაპზე გასვლა/არგასვლას მიანდო.

სამეფო კლუბის ბევრი ქომაგი, კარლიტოს ამ გადაწყვეტილებას, ლოპესის კარგი მეკარეობით ხსნის, მაგრამ მებადება ლოგიკური კითხვა, ნუთუ განსხვავებას ვერ ვხედავთ, კასილიასსა (რომელიც მთელი კარიერის განმავლობაში მწვერვალებს ეთამაშება) და მაღალ ბიჭს (რომელმაც 31 წლის ასაკში აღმოაჩინა შესაძლებლობები) შორის.იმისათვის, რომ კონკრეტული ფეხბურთელი გადაწიო სასტარტოდან, მინიმუმ მასზე უკეთესი შედეგი უნდა გქონდეს (არ ვგულისხმობ წარსულს), ან პერსპექტიული ახალგაზრდა უნდა იყო და მწვრთნელი შენი სახით გუნდის მომავალს ძერწავდეს, თუმცა როგორ ვხედავთ, ჩამოთვლილი ორი კომპონენტიდან, ვერცერთს აკმაყოფილებს „ვილიარეალის“ ყოფილი მკვიდრი.მეტიც, ინდივიდუალური თვალსაზრისით, სან.იკერი საუკეთესო სეზონს ატარებს, რაზეც მისი რეკორდებიც მოწმობს, ხოლო დიეგო კარგი კიპერია და მხოლოდ აუღებელ დარტყმებს უშვებს.

შესაძლოა, ანჩელოტი ფიქრობს, რომ პირველობიდან მოხსნის შემთხვევაში, ლოპესი გუნდიდან გაიქცევა, მაგრამ საინტერესოა სად უნდა წავიდეს მეკარე, რომელსაც მომავალში 33-ე დაბადების დღეს იზეიმებს.ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება „ვილიარეალისა“ და „სევილიას“ ბარიკადებს ვერ გაცდენილა, ლურსმანზე ბუცების ჩამოკიდებამდე რამდენიმე წლით ადრე, იკერის შემცვლელობას არ იკადრებს? ნამდვილად არარის ასე, უბრალოდ როდესაც გუნდი დამაკმაყოფილებლად თამაშობს, გულშემატკივრებიც ივიწყებენ პრობლემებს და საქმე-საქმეზე რომ მიდგება და კასილიასი „რეალს“ დატოვებს, მაშინ დაიწყება ხელმძღვანელობის ლანძღვა-გინება.არადა, აღნიშნულ პროცესის ნელ-ნელა განვითარებას, ყველა ხელს უწყობს.ჩემი აზრით, საჭიროა მაქსიმალური კრიტიკა და ზეწოლა „ბერნაბეუს“ მხრიდან, რათა კარლიტომ გადაწყვეტილება შეცვალოს.ამასთანავე, მოწოდების სიმაღლეზე უნდა ვიყოთ მთელი მადრიდული სამყარო, თუმცა დღესდღეობით, ეს უკანა პლანზეა.

კასილიასის მუდმივად სასტარტოში ყოფნა, ერთი-ორად საგულისხმოა, როგორც თანაგუნდელებისათვის, ასევე მეტოქეებისათვისაც.წარმოიდგინეთ, შეტევაში წასული ფეხბურთელისთვის, რომელი უფრო ადვილი იქნება, კასილიასის კარის აღება, თუ ლოპესის? წმინდა ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისითაც, ათმაგად გირთულდება სიტუაცია, როდესაც შენ წინააღმდეგ თამაშობს ლეგენდა.

აქედან გამომდინარე, ორმაგ პატივისცემას იმსახურებს ვისენტე დელ ბოსკე, რომელმაც ნამდვილად იცის იკერის ფასი და მიუხედავად საკლუბო მწვრთნელების დაწუნებისა, ის ყოველთვის ენდობა მას.

და ბოლოს, არარის გამორიცხული, ანტილოპესად შემრაცხოთ, მაგრამ ვერ მივიღებ, რამეთუ როგორც მადრიდისტა, მასაც ვუჭერ მხარს და მისი თამაშიც არა ერთხელ მომწონებია, თუმცა ამ სტატიას არანაირად დავწერდი, იკერის თამაში, ბოლო სეზონებთან შედარებით, ოდნავადაც უკან რომ წასულიყო.პირიქით, კაპიტანი უფრო წინ მიიწევს და მოდი მაშინ ვისაუბროთ კარლოს გადაწყვეტილების მართებულობაზე, როდესაც ლოპესი კასილიასზე უკეთესად დაიცავს დიადი „რეალის“ კარს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)