ლუკა ათიანს იმსახურებს

ალბათ, საფეხბურთო სამყაროს ყველა დამრიგებელი ინატრებდა ისეთ ფეხბურთელს საკუთარ შემადგენლობაში, როგორიც მოდრიჩია.


უკვე წარმოუდგენელია „რეალის“ შემადგენლობა, ძლიერი ფეხებისა და გრძელი თმის მქონე, პატარა ხორვატის გარეშე, რომელიც ისე გრძნობს თავს ხასხასა მინდორზე, როგორც თევზი წყნარ ოკეანეში.ანჩელოტის გამადრიდელების შემდეგ, ლუკას სრული თავისუფლება მიეცა.გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მიმდინარე ფორმაციის „ბლანკოსი“ მოდრიჩის კარნახით თამაშობს.

გრძელი თუ მოკლე პასები, სწრაფი თუ ნელი ტემპი, კონტრ-შეტევები თუ პოზიციური იერიშები, ლუკასთვის სულ ერთია.ნებისმიერი სტილის დროს, ის ბრწყინვალედ ითავებს დირიჟორობას და საბოლოოდ, წარმატებამდე მიჰყავს გუნდი, რაც ჩინებულად მოეხსენება პაპა კარლოს, რომელმაც ყოფილი „სპურსელი“ სათამაშო ბალანსის „მამად“ შერაცხა.

28 წლის ნახევარმცველი, შესაშური ფიზიკური კონდიეციების პატრონია.ბურთის შეტევაში წაღება და შემდეგ მყისვე საკუთარ ნახევარზე დაბრუნება, ლუკასათვის პრობლემას არ წარმოადგენს.სტატისტიკურად დაზუსტებულია, რომ წლეულს, საშუალოდ 8.1 კმ. დარბის 90 წუთის განმავლობაში, გადაცემებს 88 პროცენტიანი სიზუსტით აკეთებს და მოწინააღმდეგეს 6-ჯერ (საშუალოდ მატჩში) ტოვებს ბურთის გარეშე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, იბადება კითხვა, რატომ არ უნდა იყოს ეს უკანასკნელი შემოსილი 10 ნომრიანი მაისურით? ჩემი სუბიექტური აზრით, ბოლო წლების განმავლობაში, მოდრიჩი ამ ნომრის ყველაზე ღირსეული მფლობელი იქნება და იმედია, სეზონის დასრულებისთანავე, გაყიდვებში მისი ახალი მაისურები ჩაეშვება.

და ბოლოს, მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას იმისათვის, რომ ლუკა მადრიდელია.უბრალოდ ვუცქიროთ და ვისიამოვნოთ მაქსიმალურად დახვეწილი ხორვატის ბურთაობით. ჰალა ლუკა !!! ჰალა მადრიდ !!! dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)