3-3-3

არგენტინელი შემტევი მოწოდების სიმაღლეზეა...


სულ ორიოდე თვის წინ უღიმღამოდ მოთამაშე ანხელს კლუბის დატოვებას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა ამ ხნის განმავლობაში ფეხბურთელმა საოცარი აღმასვლა განიცადა. კარლო ანჩელოტიმ მას პოზიცია შეუცვალა. დი მარია გასულ მატჩებში არა მარჯვენა ფლანგზე ასპარეზობდა, არამედ მოედნის ცენტრალურ ნაწილში და ხშირ შემთხვევაში მარცხენა ფლაგნზეც. ამან მას სივრცეები გაუხსნა და პრაქტიკულად ფეხბურთელმა დაუვიწყარი თვე შემოგვთავაზა. შეიძლება ითქვას, რომ ანხელი თავის ახალ პოზიციაზე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.

გარდა საგოლე გადაცემების სიმრავლისა, ანხელმა გოლების გატანასაც უხშირა. არგენტინელი ერთადერთი ფეხბურთელია სამეფო კლუბისა მიმდინარე სეზონში, რომელმაც სამივე ტურნირზე(”ლა ლიგა”, ჩემპიონთა ლიგა, ”კოპა დელ რეი”) 3-3 გოლის გატანა მოახერხა. ესპანეთის ჩემპიონატში მან ”ვალენსიას”, ”მალაგას” და ”ბეტისს” გაუტანა. სამეფო თასზე ”ხატივასთან” თერთმეტმეტრიანი გამოიყენა, ხოლო შემდეგ ”ოსასუნასა” და ”ატლეტიკოს” კარის დარაჯები დაამწუხრა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, არგენტინელმა ”კოპენჰაგენის” კარი ორჯერ აიღო, ხოლო ერთხელაც ”გალათასარაისთან” გამოიჩინა თავი.

თუ დავკონრეტდებით, დი მარიამ გატანილი 9 გოლიდან 5 შეცვლილ პოზიციაზე ასპარეზობისას გაიტანა. ასე რომ, ანჩელოტიმ სწორ როტაციას მიმართა, რამაც შესაბამისი შედეგი გამოიღო. შეგახსენებთ, რომ ”ატლეტიკოსთან” მატჩში ანხელი მატჩის დირიჟორი გახლდათ. იგი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)