„ატლეტიკოს“ დასამარების დასაწყისი

სამეფო კლუბმა „კოპა დელ რეის“ ფინალისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.


დავიწყებ იქედან, რომ განვლილი დერბის გამართვამდე, ესპანურმა მედიამ საკმაოდ დიდი ზეწოლა განახორციელა ანჩელოტიზე.ისინი სამართლიანად აღნიშნავდნენ, რომ მომავალი პაექრობა „რეალისათვის“ ერთგვარი გამოცდა უნდა ყოფილიყო, რამეთუ მიმდინარე სეზონში „თეთრებს,“ „ვალენსიას“ გარდა, პრიმერაში მოთამაშე გრანდი არ ჰყავდათ დამარცხებული (2-1 „ბარსასთან,“ 0-1 „ატლეტიკოსთან,“ 2-2 „ვილიარეალთან“ და თუ არ ჩავთვლით საშინაო მატჩს ბასკებთან, 1-1 „ატლეტიკთან“).

თავის მხრივ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, კარლიტო დიპლომატიურად (როგორც ჩვევია ხოლმე) მიუდგა აღნიშნულ საკითხს და დასძინა, რომ სეზონის პირველ ნაწილში, „სხვა“ გუნდი მყავდა და ახლა, „სხვა“ გუნდი მყავსო.

როგორც გამოჩნდა, იტალიელი სპეციალისტი სრულ ჭეშმარიტებას ღაღადებდა.სასურველი წყობის მოძიებისა და შემადგენლობაში ჰარმონიის დამკვიდრების შემდეგ, „ბლანკოსი“ პირველად დაუპირისპირდა „სერიოზულ“ მეტოქეს, რომელიც არც მეტი არც ნაკლები პრიმერას ლიდერია, და შედეგი სახეზეა.კარლოს დამოძღვრილებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მათი კურსი სწორია და ისინი განაგრძობენ პროგრესირებას.

ახლა გადავიდეთ უშუალოთ მათჩის პერიპეტიებზე.როგორც მოსალოდნელი იყო, „როხიბლანკომ“ მეორე ნომრად დაიწყო თამაში და საკუთარ ნახევარზე, ე.წ. ავტობუსის „დაპარკინგება“ სცადა.ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ მასპინძლები საკმაოდ თავდაჯერებულნი გამოვიდნენ მწვანე მინდორზე და მსაჯის სასტარტო სასტვენისთანავე შეუდგნენ საქმეს.მათ მყისვე მოახვიეს მოწინააღმდეგეს საკუთარი თამაში თავს და ბურთის გორაობაც წავიდა.

უკვე მე-17 წუთისთვის, დი მარიას აქტიურობას, შეტევაში ჩასულმა პეპემ უპასუხა, რომელსაც აშკარად არ ელოდნენ მეტოქეები და დარტყმის საშუალება მისცეს.ბურთი რიკოშეტის წყალობით წავიდა კარისკენ და კურტუაც უძლური აღმოჩნდა.შესაძლოა, მოურინიოს „რეალს“ მიჩვეული ქომაგები, მადრიდისტების უკან დახევას და ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშს ელოდებოდნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად, ტაბლოზე ანგარიშის ცვლილების შემდეგ, ადგილობრივებმა ტემპი შეინარჩუნეს

გამოსარჩევია ნახევარმცველების დიდებული თამაში.სწორედ მათი წყალობით სრულიად უბურთოდ დარჩნენ „მატრასნიკები.“ალონსომ და მოდრიჩმა მოწოდების სიმაღლეზე იასპარეზეს.ისინი საიმედოდ იდგნენ, როგორც დაცვაში, ასევე წინ.

პირველი ტაიმის მიწურულს, რამდენჯერმე შეუტიოს ბიჭებმა ბელგიელის დაცულ ზონას, თუმცა ეს უკანასკნელი არ შემცდარა.

შესვენების შემდეგ, „ატლეტიკოს“ გააქტიურება შეინიშნებოდა.10 წუთის განმავლობაში, რამდენიმე კუთხური მოაწოდეს სტუმრებმა, თუმცა ანჩელოტის დაცვა ჩინეთის კედელივით იდგა.მცირეხნიანი ასპარეზის დათმობის შემდეგ, „რეალმა“ ბურთი ხელთ იგდო.57-ე წუთზე, ანხელიტოს ბრწყინვალე პასით ხესე გავიდა დასარტყმელზე და რა თქმა უნდა, გოლმაც არ დააყოვნა.

სიმეონეს დარიგებულისთვის სიტუაცია უფრო გართულდა, თუმცა მწვრთნელმა გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა თამაშში, რამეთუ მასპინძლები არ იძლეოდნენ ამის საშუალებას.მორიგი კუთხურის დროს, მათ ანგარიშიც შემცირებაც შეეძლოთ, თუმცა მოდრიჩმა კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი.აღსანიშნავია, რომ ისინი ძირითადათ სტანდარტული მდგომარეობით ცდილობდნენ სარგებლის მიღებას.წესიერი კომბინაციურ/პოზიციურ შეტევისთვის, „ბლანკოსის“ ნახევარდაცვის გადალახვის რესურსი არ გააჩნდათ.

„თეთრები“ კი წარმატებულად აგრძელებდნენ ბურთის გორაობას.73-ე წუთისთვის, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმაც გაისროლა და ბურთი კვლავ რიკოშეტის წყალობით შეგორდა კარში.

ნიშანდობლივია, რომ სამბურთიანი სხვაობის მიუხედავად, ანჩელოტის შეგირდები ერთი წუთითაც არ მოდუნებულან.ისინი ნებისმიერი ბურთისთვის უშეღავათოდ იბრძოდნენ.ასე გაგრძელდა მსაჯის საფინალო სასტვენამდე.„რეალი“ უბრალოდ თამაშის საშუალებას არ აძლევდა მოწინააღმდეგეს და ამაში, უდავოდ, შემადგენლობის თითოეულ წევრს მიუძღვის დიდი წვლილი.

არ შემიძლია საქებარი სიტყვები დავიშურო დაცვის მიმართ, რომლებიც ტრიუმფალურ სვლას აგრძელებენ.ერთი სიამოვნება იყო იმ ეპიზოდის ხილვა, როდესაც მატჩის მიწურულს, პეპემ საჯარიმოში შესულ ადრიანს ფეხებიდან ააცალა ბურთი.არანაკლებ ეფექტურად გამოიყურებოდნენ რამოსი, არბელოა და კოენტრაუ.როგორც ყოველთვის, სერხიო საიმედო თამაშს ტექნიკური ელემენტებით ალამაზებდა.ალვარო მცირეოდენი უხეშობით კოშტას „გაბატონების“ საშუალებას არ აძლევდა, ხოლო კოე შეუცდომელი გახლდათ.ამ უკანასკნელმა დაამტკიცა, რომ „რეალის“ ნამდვილად ჭირდება მისი შესაძლებლობები.

რაც შეეხებათ დანარჩენ ფეხბურთელებს: ალბათ, დი მარიამ ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა თეთრი მაისურით.ანხელი ძალიან პროდუქტიული იყო და არ თაკილობდა შავი სამუშაოს შესრულებასაც.

უკვე აღარავის გვიკვირს ხესეს ბრწყინვალე თამაში.ფაქტობრივად, 1-1ზე უმეტესი მცველი უშანსოდაა კანტერანოსთან.ის თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებს, რომ არა ახალგაზრდა კასტილიელი, არამედ პირველი გუნდის სრულფასოვანი ფიგურაა.

შედარებით პასიურები იყვნენ რონალდუ და ბენზემა, თუმცა ბოლომდე იბრძოდნენ და ხშირად ცვლიდნენ პოზიციებს.

მაშასადამე, ჩვენ წინაშეა „რეალი,“ რომელმაც იდეალურად გააგორა ბურთი მადრიდულ დერბიში.„ატლეტიკოს“ ნამდვილად არ გაუმართლა, რამეთუ კიდევ ორჯერ უწევს მეზობლებთან პაექრობა.ვფიქრობ, ილუზიებით მოცული გუნდის ირგვლივ, ყველამ გაიგო, ვის ეკუთვნის მადრიდი!

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)