დაბადების დღეს გილოცავთ კომანდორო

დღეს კრიშტიანო რონალდუს დაბადების დღეა. მას 29 წელი შეუსრულდა. ამასთან დაკავშირებით გიჟმა მადრიდისტა რონსერომ მცირე სტატია დაწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ


კრიშტიანო დღეს 29 წლის გახდა, ზუსტად იმდენის, რამდენისაც იყო ზიდანი, როცა 2001 წელს "მადრიდის რეალში" გადმოვიდა. პორტუგალიელი ფეხბურთელი მოდნის ნამდვილი დამპყრობელია. მან სწორედ მოედანზე თამაშით დაიმსახურა მთელს საფეხბურთო სამყაროში აღიარება. "ბილბაო" დავიწყებულია და ის არაფერს არ ცვლის. ოქროს ბურთის მფლობელმა დღეს აისას და მის მოძმეებს საკადრისი პასუხი უნდა გასცეს. რითი? სამიანი გაწყობთ მეგობრებო?

გუშინ გაირკვა, რომ ის მეოთხე მსაჯი საერთოდ პორტუგალიელი ფეხბურთელისკენ ზურგით იდგა, როცა ამ უკანასკნელმა ხელი ირტყა სახეზე. ასე, რომ დღეს საშინაო თამაშია და მშვენიერი დრო იმისთვის, რომ ყველაფერს პასუხი გაეცეს.

ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის ის, რომ ჩვენ გვექნება სუპერმენი 7-იანი ვიხილოთ. დღეს სუპერმენს აქვს შესაძლებლობა, რომ "ატლეტიკო" ციდან მიწაზე დასვას და აგრძნობინოს, რომ თასის ფინალი და 0:1 მხოლოდ და მხოლოდ იდუმალი მოვლენები იყო. კურტუას დღეს პორტუგალიელმა სამი გოლი უნდა მიართვას და არსებობა შეაზიზღოს. ეს იმისთვის, რომ მან კრიშტიანოსგან მიჩვეული ტრადიცია კვლავ გააგრძელოს. დღეს ვიკინგების დღეა. დღეს ნამდვილმა "რეალმა" უნდა იმარჯვოს. დღეს ყველა ნახავს, რომ ქალაქს ერთი მეფე ყავს. დღეს ყველანი ერთი მხრივ აღზევების და მეორე მხრივ დაცემის მომსწრენნი გავხდებით. dle 10.1

  • shvela
  • 5 თებერვალი 2014
  • 2475
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)