გზააბნეული აისა

გამესმა ვერსია შეცვალა.


განვლილი უიქენდის შემდეგ, რონალდუს წითელი ბარათი აქტიური განხილვის საგანია მთელს ესპანეთში.ბევრი მითქმა-მოთქმა და კითხვები, სწორედ მსაჯის არადამაჯერებელმა ქმედებებმა გამოიწვია.

დავიწყოთ იქედან, რომ „სან მამესზე“ ჩატარებული პაექრობის შემდეგ, მატჩის ოფიციალურ პროტოკოლში აისა გამესმა შემდეგნაირი ჩანაწერი გააკეთა: „შეხვედრის 75-ე წუთზე, მოედნიდან გავაძევე კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც მეტოქე ფეხბურთელს (კონკრეტიკისგან თავს იკავებს - ავტ.) სახეში ჩაარტყა ხელი.ეპიზოდის დროს, თამაში გაჩერებული იყო.“

მსაჯის სიტყვებიდან გამომდინარე, პორტუგალიელმა ბარათი დაიმსახურა არა გურპეგისთან მომხდარი ინციდენტისთვის (ამ დროს თამაში მიმდინარეობდა), რომელსაც მართლაც შეეხო ხელით, თუმცა ჩარტყმაზე საუბარი არასერიოზული იქნება, არამედ იტურასპესთან კამათის გამო, რამეთუ სწორედ გაჩერებული თამაშის პირობებში მიმდინარეობდა ამ უკანასკნელთან შეხლა-შემოხლა.შესაბამისად იბადება ლოგიკური კითხვა, რატომ დარჩა ბასკი სათანადოდ დაუსჯელი?

მოგეხსენებათ, დისციპლინარული კომიტეტის სხდომისთვის, რომელიც დღეს გაიმართება, „ბლანკოსის“ იურისტებმა მსაჯის მატჩისშემდგომი პროტოკოლის მიხედვით შეიტანეს სარჩელი და არგუმენტებიც მოამზადეს, თუმცა რამდენიმე საათის წინ, ხსენებული სამსახურიდან აუწყეს, რომ გამესმა ვერსია შეცვალა და ახლა ამბობს, რომ მან თამაში რონალდუ-გურპეგის ინციდენტისთანავე გააჩერა და ამის შემდეგ ადგილი ჰქონდა რონალდუ-იტურასპეს ჭიდილს, სადაც პორტუგალიელს თურმე ხელი გაურტყამს მეტოქისთვის.

აღნიშნულმა ფაქტმა, „რეალის“ წარმომადგენლებში აღშფოთება გამოიწვია, რამეთუ ფაქტობრივად, შეიცვალა მტკიცების საგანი და ახლა აპელაციის ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე (ადგილობრივი დროით 10 საათზე იწურება), კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, მოასწრებენ თუ არა იურისტები, ახალ გარემოებებზე სარჩელის დაწერასა და დაქმულ დროს შეტანას.

AS


dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)